პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 12 ივლისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 12 ივლისის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართება.

კომიტეტის წევრები მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებენ. საბოლოოდ კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე კენჭი სათითაოდ ეყრება.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდა.

“იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართა, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან ინტერვიუების წარმართვას უკავშირდებოდა. ჩვენ პროცესი მაქსიმალური გამჭვირვალობით წარვმართეთ. მოვიწვიეთ ყველა დაინტერესებული სუბიექტი, ვინც კი შეიძლებოდა ამ პროცესში ჩართული ყოფილიყო - სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია, იურიდიული დახმარების სამსახური, აკადემიური სფეროს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც ჰქონდათ სრული შესაძლებლობა მოსამართლეობის კანდიდატისთვის შეკითხვები დაესვათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას “ლაივ სტრიმის“ მეშვეობით პროცესისადმი უშუალო მონიტორინგის საშუალება ჰქონდა. მოქალაქეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა კითხვით მოემართათ სხდომის თავმჯდომარისთვის, რომელსაც ასევე ვაჟღერებდით“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

25 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ მათთან გასაუბრების პროცესში მონაწოლეობა არ მიუღია საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს და სახალხო დამცველის აპარატს.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს