მედიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას - "ერთად ლექსოსთვის! არა ძალადობას" მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ სახელწოდებით "ერთად ლექსოსთვის! არა ძალადობას". მდუმარე აქციით ჟურნალისტები აპროტესტებენ „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აქციაზე იმყოფებიან "ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტებიც.

"დღეს, სრულიად მედიას შავი დილა გაგვითენდა. დღეს ყველანი 36 წლის ლექსოს ვგლოვობთ, რომელიც არც ომში ყოფილა და არც მტრისგან დაშავებულა, ის ჩვენივე თანამემამულეებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს. ვისაც ოდანვადაც კი, წვლილი მიუძღვის აღნიშნულში, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. გარდა იმისა, რომ ლექსოს ამბავზე ბრალდებულები პენიტენციურ დაწესებულებაში არიან, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ პირებმაც, რომლებმაც მედიის თავი გავეშებულ ბრბოს საჯიჯგნად მიუგდო", - აღნიშნავს "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ეკა ლემონჯავა.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?