ემა ტუხიაშვილი - ეს კვირა დაიწყო სამარცხვინოდ და დასრულდა ტრაგიკულად - მედიის ხელყოფა არავის  შერჩენია, ეს იწვევს ერთ რამეს: მედია გამოდის და იკავებს ფრონტის წინა ხაზს

ეს კვირა დაიწყო სამარცხვინოდ და დასრულდა ტრაგიკულად - მედიის ხელყოფა არავის შერჩენია, ეს მხოლოდ იწვევს ერთ რამეს - მედია გამოდის თავისი მთავარი გამშუქებლის ფუნქციიდან და იკავებს ფრონტის წინა ხაზს, ხოლო როგორ მთავრდება ეს, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, ამიტომ მოემზადეთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ წამყვანმა ემა ტუხიაშვილმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ ვერ დაინახა ხელისუფლების მიერ აღებული პასუხისმგებლობა.

„რამდენი ჭირისუფალი ჰყოლია ლექსოს, რამდენი ჭირისუფალი ჰყოლია ნაცემ, შეურაცხყოფილ მედიას, რამდენი ჯარისკაცი ჰყოლია თავისუფლებისთვის მებრძოლ მედიას და მე იმედი მაქვს, რომ თითოეული ჩვენგანი ბოლომდე იქნება მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ეს კვირა დაიწყო სამარცხვინოდ და დასრულდა ტრაგიკულად. მე ვნანობ, რომ მთელი კვირის განმავლობაში ჩვენ შევედით სახლებში, დავუბრუნდით ჩვენს სტუდიებს, გვეძინა ჩვენს სახლებში, ვიყავით ჩვენს შვილებთან ერთად - არა, ჩვენ ეს ერთი კვირა დავკარგეთ. ჩვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში აქ უნდა ვმდგარიყავით თითოეული ჩვენი გალახული, შეურაცხყოფილი ჟურნალისტის უფლებების დასაცავად. რატომ გვჭირდება ჩვენ ყოველთვის მსხვერპლი იმისათვის, რომ დავინახოთ, რა არის სწორი და რა არის მრუდე, რა არის სიმართლე და სად არის ტყუილი? - ჩვენ ხომ ვერ დავინახეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში ვერც ერთი რეალურად დასჯილი დამნაშავე. ჩვენ ვერ დავინახეთ ხელისუფლების მიერ აღებული პასუხისმგებლობა. მედიის ხელყოფა არავის შერჩენია, ეს მხოლოდ იწვევს ერთ რამეს - მედია გამოდის თავისი მთავარი გამშუქებლის ფუნქციიდან და იკავებს ფრონტის წინა ხაზს, ხოლო როგორ მთავრდება ეს, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, ამიტომ მოემზადეთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის“, - განაცხადა ემა ტუხიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ წუთებში პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა