პრემიერი - ძალადობრივი ფაქტები არც მთავრობის და არც ეკლესიის ინტერესებში არ იყო - ეს იყო მხოლოდ ერთი ადამიანის, რევანშისტული ძალის და რუსეთის ინტერესებში

აღნიშნული ძალადობრივი ფაქტები არც მთავრობის და არც ეკლესისის ინტერესებში არ იყო, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის და ერთი რევანშისტული ძალის ინტერესებში. შეიძლება ითქვას, სავსებით თავისუფლად, რომ ეს იყო რუსეთის ინტერესებშიც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მომხდარზე ხელისუფლების მხრიდან კომპრომისი არ იქნება.

„პოლიციამ დააკავა მოძალადეები. არავითარი კომპრომისი ჩვენი მხრიდან არ იქნება. ყველა მოძალადეს ვაგებინებთ პასუხს და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. მოგეხსენებათ, მეორე დღეს, როცა არსებოდა რისკი მომხდარიყო დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება, პოლიციამ მაღალ დონეზე იმუშავა და 100 პირი იქნა დაკავებული. 5 ივლისს 3500-მდე პოლიციელი იყო მთელ ქალაქში მობილიზებული. მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ძალადობრივი ფაქტები არც მთავრობის და არც ეკლესისის ინტერესებში არ იყო, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის და ერთი რევანშისტული ძალის ინტერესებში. შეიძლება ითქვას, სავსებით თავისუფლად, რომ ეს იყო რუსეთის ინტერესებშიც, რომ მოხდეს ეროვნული განხეთქილების შემოტანა, ისედაც დაყოფილი საზოგადოების ხელახლა დახლეჩვა და თუნდაც ევროპული ფასეულობების არასწორი ფორმით ჩვენება და დისკრედიტაცია.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგად ესმით ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ ისინი გამიზნულად აკეთებენ იმას, რაც არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სრული კონტროლი სიტუაციაზე. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ოპოზიციური მედიის წარმომადგენელი, აქვს უფლება შეიკრიბოს, გამოხატოს საკუთარი აზრი კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი მცდელობა, გასცდეს მათი ქმედება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს, იქნება მაქსიმალური სიმკაცრით აღვკეთილი. კანონისა და სახელმწიფოს სახელით ყველა დაისჯელება უმკაცრესად, ვინც გასცდება კანონსა და კონსტიუციის ფარგლებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა