ხათუნა სამნიძე - საგამოძიებო კომისია, პოლიტიკური დებატები, უნდობლობის გამოცხადება - ეს არის მექანიზმები, რომლებზეც ვიმსჯელებთ ჩვენს კოლეგებთან, სხვა ოპოზიციურ ფრაქციებთან ერთად

პრემიერმა დღეს საკუთარ განცხადებაში თქვა ფრაზა, რომ კონტროლის ქვეშ ჰქონდათ ყველაფერი 5 ივლისს, რაც იმას მოწმობს, რომ სწორედ პრემიერის კონტრoლის ქვეშ იყო ის, რასაც უყურებდით - თავდასხმა და ძალადობა ჟურნალისტებზე, - ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძის შეფასებით, მთავრობის მეთაურმა გააკეთა განცხადება, რომელიც კიდევ უფრო წაახალისებს მომავალში ძალადობას. ამასთანავე, მისი თქმით, ეს იყო იმის აღიარება, რომ სწორედ პრემიერისა და საპატრიარქოს ორგანიზებულია მედიაზე განხორციელებული ძალადობა.

„ჩვენს ქვეყანას ჰყავს უტიფარი, სამარცხვინო, უცოდინარი და ბოროტებისკენ მომწოდებელი პრემიერი. მან დღეს, ახლა, საკუთარ განცხადებაში თქვა ფრაზა, რომ კონტროლის ქვეშ ჰქონდათ ყველაფერი 5 ივლისს, რაც იმას მოწმობს, რომ სწორედ პრემიერის კონტრლის ქვეშ იყო ის, რასაც უყურებდით - თავდასხმა და ძალადობა ჟურნალისტებზე.

მთავრობის თითოეული წევრი, ამ პარლამენტში უმრავლესობის თითოეული წევრი, არის პასუხისმგებელი იმაზე, რა შედეგიც დადგა, რომ ადამიანი არ არის ცოცხალი და ნაცვლად იმისა, რომ პრემიერისგან გვეხილა, ან თანაგრძნობა, ან ის, რომ ის მზად არის მართლა სწორად წარიმართოს გამოძიება და დასახელდნენ ორგანიზატორები ამ საშინელების, მისგან მოვისმინეთ განცხადებები, რაც კიდევ უფრო წაახალისებს მომავალში ძალადობას, რაც აღიარება იყო იმის, რომ მისი ორგანიზებულია საპატრიარქოსთან ერთად ის, რომ ჩვენ ვიხილეთ თავდასხმა თავისუფალ მოქალაქეებზე და ის, რომ დღესაც ხელისუფლება საერთოდ არ არის ადეკვატური იმის გათვალისწინებით, რაც ხდება ქვეყანაში“, - განაცხადა სამნიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა - პირველ რიგში, კი პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა.

„შს მინისტრმა არც 5 ივლისამდე ინება მოსულიყო აქ, კანონის შესაბამისად და კითხვებზე გაეცა პასუხი, რას აპირებდა ადამიანების სიცოცხლის დასაცავად და ამას ხელი შეუწყო ამ პარლამენტის უმრავლესობის თითოეულმა წევრმა, რომელმაც არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ მოსულიყო მინისტრი და აქ ჩვენს შეკითხვებზე პასუხი გაეცა. არა მხოლოდ დეპუტატების, არამედ საზოგადოების შეკითხვებზე. ის უნდა გადადგეს, მაგრამ არა სახლში წასვლით, არამედ ყველას შეკითხვაზე პასუხის გაცემით და გამოძიების ბოლომდე მიყვანით“, - განაცხადა სამნიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ყველა საპარლამენტო ინსტრუმენტს გამოიყენებს, იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ გახდეს იძულებული, აიღოს პასუხისმგებლობა.

„ჩვენმა ფრაქციამ იმსჯელა და ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა საპარლამენტო ინსტრუმენტი, რაც შესაძლებელია, გამოვიყენოთ, რომ რაც შეიძლება მეტი პoლიტიკური დარტყმა მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“ და იძულებული გახდეს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს ამ მოვლენებზე. საგამოძიებო კომისია, პოლიტიკური დებატები, უნდობლობის გამოცხადება - ეს არის მექანიზმები, რომლებზეც ჩვენ ვიმსჯელებთ ჩვენს კოლეგებთან ერთად, სხვა ოპოზიციურ ფრაქციებთან ერთად,“- განაცხადა სამნიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს