“ექსპო ჯორჯიაში“ USAID-ის პროექტის “ზრდა” პრეზენტაცია მიმდინარეობს

“ექსპო ჯორჯიაში“ USAID-ის პროექტის “ზრდა” პრეზენტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ პრეზენტაციაზე ორგანიზატორები „მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში“ სათემო მართვის გაძლიერების, გარემოს, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ირგვლივ განხორციელებული ინტერვენციების შედეგებს შეაჯამებენ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, USAID-ის პროექტი საქართველოში ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს და განსაკუთრებით თუშეთის განვითარებაში მისი წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია.

“ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. USAID პროექტი ქვეყანაში ძალზე ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს. ძალიან მნიშვნელოვანია მათი წვლილი თუშეთის აღორძინებაში. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯებით მივდივართ. თუშეთმა ძალზე ღირსეული ადგილი დაიკავა, როგორც უცხოურ, ასევე ქართველ ტურისტებში. ძალიან ბევრი ადამიანი ჩადის, ნახულობს. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო პროდუქციის წარმოებას, რეალიზაციას, გაყიდვას. დღევანდელი ღონისძიება სწორედ იმ შედეგების განხილვას ეძღვნება, რა გააკეთა USAID-ის პროექტმა. მნიშვნელოვანი იქნება იმ ხედვების გაზიარება, მომავალში რა არის კიდევ გასაკეთებელი”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს