პროკურატურა „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დავით კუტალაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი ბრალდებულის დავით კუტალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.

საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, ჩადენილი დანაშაული ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ქმნის. იაკობიძის თქმითვე, ბრალდებული როგორც ლგბტ პირების, ასევე ჟურნალისტების სიძულვილის მოტივით თავს დაესხა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს და ჯგუფურ ძალადობაში მიიღო მონაწილეობა.

პროკურორის თქმით, ვერცერთი ჟურნალისტი დავით კუტალაძეს ვერ შეუთანხმებს, რა თემა როგორ გააშუქოს.

საქმის კიდევ ერთი პროკურორის, ნათია გურულის განცხადებით, ბრალდებულის შეუწყნარებელი დამოკიდებულება კონკრეტული პირების მიმართ და ის ქმედებები, რა ფორმითაც იქნა ის განხორციელებული, საფუძველს ქმნის ვარაუდისთვის და მიუთითებს, რომ მისი თავისუფლება საფრთხის შემცველია.

გურულის თქმითვე, ბრალდებულმა თავისუფლებაში ყოფნისას შესაძლოა, მტკიცებულებების მოპოვებას ხელი შეუშალოს და მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებულს აგრესიული და ძალადობრივი გამოვლინებები აქვს განხორციელებული, როგორც 5 ივლისს, ასევე 6 ივლისს.

გამოძიების ინფორმაციით, დავით კუტალაძე და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

დავით კუტალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

„TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ოთხს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 21 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს