„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი - ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში, დამატებითი კვლევებია საჭირო - იმედი მაქვს, დაისჯება ყველა, არა მხოლოდ ჩემ, არამედ თითოეული კოლეგის ნაწილში

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფის გიორგი ნიკოლიშვილის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მას დამატებით კვლევებს ჩაუტარებენ.

ამასთან, ფოტოგრაფმა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ გამოძიება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს.

მისივე თქმით, მედიის წარმომადგენლებზე თავდამსხმელი ყველა პირი უნდა დაისაჯოს.

„სიტუაცია სტაბილურად მძიმეა. ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში. დამატებითი კვლევები კიდევ არის საჭირო და ამის შემდეგ გვეცოდინება სრული გამოჯანმრთელების დრო.

ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს. გული მწყდება, რომ ვერ მივედი, ვერ მოვახერხე იქ მისვლა და ჩემი გულისტკივილის გამოხატვა. ეს არის ყველასთვის დიდი ტრაგედია.

ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და სამართლიანი და დაისჯება ყველა. არამხოლოდ ჩემ ნაწილში, არამედ თითოეული ჩემი კოლეგის ნაწილში, ყველა უნდა იყო დასჯილი სამართლებრივად. დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალი ამ შემთხვევაში მაინც იქნება“ , - განაცხადა ნიკოლიშვილმა.

ცნობისთვის, 5 ივლისს, გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში