დამოუკიდებელი ექსპერტი - მიუხედავად იმისა, რომ ლექსო ლაშქარავას ორგანიზმში ქიმიური ექსპერტიზის ფორმატში 5 ნივთიერება იქნა აღმოჩენილი, ამ ეტაპზე, სიკვდილის მიზეზზე რაიმე დასკვნების საფუძველი სამედიცინო ექსპერტიზას არ აქვს

მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილი ალექსანდრე ლაშქარავას ორგანიზმში აღმოჩენილ იქნა ქიმიური ექსპერტიზის ფორმატში 5 ნივთიერება, ამ ეტაპზე რაიმე დასკვნების გამოტანის საფუძველი სიკვდილის მიზეზზე სამედიცინო ექსპერტიზას არ აქვს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ის აპირებს მიმართოს გამოძიებას, რომ ექსპერტიზაში ჩაერთვნენ ნარკოლოგი, კლინიკური ტოქსიკოლოგი და ნევროპათოლოგი.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა განმარტა, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა რაოდენობით აღმოჩნდა გარდაცვლილის ორგანიზმში აღნიშნული ნივთიერებები, როგორ ზემოქმედებენ ისინი ერთმანეთზე და ასევე ერთობლიობაში რა გავლენას ახდენენ ორგანიზმზე.

„მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილ იქნა ქიმიური ექსპერტიზის ფორმატში სამხარაული საექსპერტო სტრუქტურის ქიმიკოსების მიერ 5 ნივთიერება: მორფინი, კოდეინი და დანარჩენი სამი პრეპარატი, ერთ-ერთი, მგონი - ფსიქოტროპულია, ამ ეტაპზე რაიმე დასკვნების გამოტანის საფუძველი სიკვდილის მიზეზზე სამედიცინო ექსპერტიზას არ აქვს. ჩვენ ველოდებით ჰისტოპათომორფოლოგიური კვლევის შედეგებს. მაღალი ალბათობით, მიმაჩნია, რომ მივმართო გამოძიებას ამ ექსპერტიზაში ჩართულობის მიზანშეწონილობის თაობაზე ნარკოლოგის, კლინიკური ტოქსიკოლოგისა და ნევროპათოლოგის, რადგან მოჭარბებული რაოდენობით არიან ნარკოტიკების მიმღები პირები მთლიანობაში. რომ გააჩეროთ ქუჩაში 10-დან 2-3-ს შეიძლება, ჰქონდეს, თუ 5 კომპონენტი არა, 2-3 კომპონენტი მაინც იმ ნივთიერების, რაც აღმოაჩნდა გარდაცვლილს, მაგრამ ისინი დადიან, ცხოვრობენ, მუშაობენ. სწორედ ამიტომ, მჭირდება მე ეს სპეციალისტები, რომ ერთად დავსხდეთ, ეს მონაცემები გავაანალიზოთ. თვისობრივად აღმოჩნდა ეს პრეპარატები, მაგრამ მნიშვნელობა აქვს, რა რაოდენობით იყო. ამ პრეპარატების ურთიერთდამოკიდებულებას მნიშვნელობა აქვს, ანუ აძლიერებენ თუ არა ისინი ეფექტს, ზემოქმედებას ახდენენ თუ არა უფრო მეტად ერთად აღებული სუნთქვის ფუნქციაზე, რამეთუ ამ დროს ძირითადად სიკვდილის მიზეზი არის სუნთქვის დამბლა ანუ სუნთქვის მწვავე უკმარისობა“, - განაცხადა გეჯაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს