გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ის ცესკო-ში 13 წლის განმავლობაში, სხვადასხვა მთავრობის პერიოდში მუშაობდა, შესაბამისად, მის დამოუკიდებლობაზე სწორედ ეს ფაქტი მეტყველებს

ცესკო-ს თავმჯდომარეობის შერჩეული კანდიდატის, ცესკო-ს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოქმედი უფროსის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ის ცესკო-ში 2008 წლიდან დღემდე, 13 წლის განმავლობაში, სხვადასხვა მთავრობის პერიოდში მუშაობდა, შესაბამისად, მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე სწორედ ეს ფაქტი მეტყველებს.

ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ მის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების ბრალდებების საპასუხოდ განუცხადა.

„ზოგადად, ჩემი დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ხარისხი განმტკიცებული არის იმით, რომ 2008 წლიდან დღემდე, 13 წლის განმავლობაში სხვადასხვა ხელმძღვანელის და სხვადასხვა მთავრობის პირობებში მიწევდა ჩემი პროფესიული საქმიანობის განხორციელება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ვიკავებდი სხვადასხვა საკვანძო პოზიციაზე ხელმძღვანელის თანამდებობას. ყველა ფუნქციის და უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში ვიყავი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. არ არსებობს არცერთი ფაქტი იმის თაობაზე, რომელიც ისაუბრებს და ან თუნდაც ეჭვს გააჩენს იმის შესახებ, რომ სადღაც ბუნებაში ჩემი დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობდეს. რაც შეეხება ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმის თაობაზე თითქოს, მე სისტემის თანამშრომელი ვარ და ასევე სხვა არაერთი ბრალდება, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერდა, ეს ყველაფერი არის უსაფუძვლო. ემსახურება იმას, რომ ის მაღალი რეპუტაცია, რომელიც მე ჩემი პროფესიული საჯარო მოხელეობის პერიოდში დამიგროვდა და ჩამოვყალიბდი ღირსეულ საარჩევნო ადმინისტრატორად, მოხდეს ამ რეპუტაციის შელახვა და დაზიანება. ამასთან, მოხდეს ასოცირება, რომ მე ვარ გარკვეულწილად მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული, რაც ასე არ არის ნამდვილად. ეს ასე რომ არ არის, ამაზე მიუთითებს ზუსტად ისიც, რომ სხვადასხვა წლებში, 2008-2013 წლებში არ არსებოდა იგივე კითხვის ნიშნები, მაშინ როცა სხვა პოლიტიკური გაერთიანება იყო სახელისუფლებლო პარტიაში?! ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ 13 წლის განმავლობაში, მათ შორის სხვადასხვა ხელმძღვანელობის პირობებში მქონდა პროფესიული წინსვლა და განვითარება, რომელიც ეტაპობრივად გავიარე და მივედი იქამდე, სანამდეც მივედი.

მოგეხსენებათ, რომ სარჩევნო დარგი არის ძალიან განსხვავებული მიმართულება, რომელიც მართლაც საჭიროებს სპეციფიკურ ცოდნას, გამოცდილებას, როგორც საარჩევნო პროცესების, ასევე მართვით ნაწილში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ერთი და მეორე მიმართულებითაც მაქვს დიდი გამოცდილება და კვალიფიკაცია. ვალდებულადაც ვთვლი თავს, რომ შექმნილ ვითარებასა და გარემოში ზუსტადაც რომ ეს ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო საარჩევნო ადმინისტრაციას და მოვახდინო იმ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება, რომელიც კიდევ უფრო გააჯანსაღებს საარჩევნო გარემოს და იმ მაღალი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას, რაზეც ჩვენ ვენეციის კომისიის თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები და სახელმძღვანელო დოკუმენტები მიგვითითებენ“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, მისი მთავარი მიზანია პარლამენტმა სწორედ მის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი და ცესკო-ს თავმჯდომარედ 5 წლის ვადით აირჩიოს.

„ამ მიზნის შესრულებისთვის რაც ჩემზეა დამოკიდებული გავაკეთებ. ეს არის ხედვის, გზების წარდგენა, დანარჩენი უკვე პოლიტიკური გაერთიანებების იმ წარმომადგენლებზეა დამოკიდებული, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია წარმოდგენილი. იმ შემთხვევაში თუ მოხდება 6 თვით არჩევა, ბუნებრივია, ეს 6 თვით არჩევა აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ ოქტომბრის თვეში გასამართი თვითმმართვლეობის არჩევნებისას, თავიდან ბოლომდე ამ პროცესის ორგანიზება მოვახდინო და ამ არჩევნების ჩატარებით კიდევ ერთხელ ჩართულ მხარეებთან ერთად უნდა ვუზრუნველყოთ საარჩევნო გარემოს მაქსიმალური ინკლუზიურობა, რაც მიგვიყვანს გამჭვირვალობის მაღალ ხარისხზე. ერთობლივი ძალისხმევითა და პასუხისმგებლობით ქვეყანაში უნდა ჩავატაროთ მაღალი ხარისხის არჩევნები, ისე რომ არ მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპტუაციის შელახვა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები წარუდგინა. ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანადებობაზე წარდგენილები არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის ორ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილები არიან: გია ცაცაშვილი, ლელა ტალიური, თამარა სართანია და მაია ზარიძე.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე