ანა ნაცვლიშვილსა და მიხეილ სარჯველაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილსა და კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაცვლიშვილმა სარჯველაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთ თვეზე მეტია კომიტეტზე ჯანდაცვის მინისტრის მისვლას ითხოვს.

ნაცვლიშვილმა ასევე ისაუბრა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლაზე და აღნიშნა, რომ ის პლენარულ სხდომაზე და არა კომიტეტის სხდომაზე იმიტომ მიდის, რომ ეშინია.

„თვეზე მეტია ფრაქციას მოთხოვნილი აქვს კომიტეტეზე რამდენიმე მინისტრის, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის მოსვლა.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ გადააქცევთ რეგლამენტის ამ მუხლს ფარატინა ქაღალდად. ჯანდაცვის მინისტრი უნდა მოვიდეს და კითხვებს პასუხი გასცეს.

ასევე, რატომ არ მოდის შინაგან საქმეთა მინისტრი კომიტეტზე და რატომ მოდის სესიაზე. იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს ეშინია, რომ საზოგადოების წარმომადგენლები, ჟურალისტები და დაზარალებული ადამიანები არ დასხდნენ და კითხვები არ დაუსვან“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

სარჯველაძემ ანა ნაცვლიშვილს უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტი არ ირღვევა.

„მითხარით, რა დაირღვა ვადებთან დაკავშირებით?! ხან მაღვიძარა გინდათ იყოთ ვინმესი, ხან კიდევ ვიღაცის მენტორი. ყველაფერზე პასუხს რომ არ გცემენ, არ ნიშნავს იმას, რომ მართალი ხართ. არც მაღვიძარად გამოდგებით, არც მენტორად“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას