შალვა პაპუაშვილი - ის,  რაც  დღეს  ოპოზიციამ  გააკეთა, არის  საჯარო  მოხელეების  სტიგმატიზება, რომ რადგან  ისინი  არიან საჯარო  სამსახურში, ცუდები არიან და  მხარი  არ  უნდა  დავუჭიროთ

ის, რაც დღეს ოპოზიციამ გააკეთა, არის საჯარო მოხელეების სტიგმატიზება, რომ რადგან ისინი არიან საჯარო სამსახურში, ცუდები არიან და მათ მხარი არ უნდა დავუჭიროთ. სამაგიეროდ, მათ მხარი დაუჭირეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩვნების“ ხელმძღვანელს, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ის ორგანიზაციაა, რომელსაც არჩევნების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ყალბი პარალელური დათვლები ქონდა გამოქვეყნებული, საზოგადოებას ნამდვილ შედეგებს უმალავდა და ამის გამო ეს საზოგადოება ზანზარებდა.

„ჩვენი კოლეგა საუბრობდა, კანდიდატებს საზოგადოების მხრიდან ნდობა არ აქვსო. ჩვენ ვისაც მხარი დავუჭირეთ ესენი არიან საჯარო მოხელეები. ის, რაც დღეს ოპოზიციამ გააკეთა, არის საჯარო მოხელეების სტიგმატიზება, რომ რადგან ისინი არიან საჯარო სამსახურში, არ ვარგანან, ცუდები არიან და მათ მხარი არ უნდა დავუჭიროთ. სამაგიეროდ, მათ, ახლა კენჭისყრის შედეგებს რომ შევხედე, მხარი დაუჭირეს არასამათავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს. ეს ის ორგანიზაციაა, რომელსაც არჩევნების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ყალბი პარალელური დათვლები ჰქონდა გამოქვეყნებული, უმალავდა საზოგადოებას ნამდვილ შედეგებს, ამის გამო ეს საზოგადოება ზანზარებდა. ამ ადამიანზე და ამ საზოგადოების წარმომადგენელზე ამბობენ ჩვენი ოპონენტები, რომ ის იმსახურებს საზოგადოების ნდობას. მაშინ გასაგებია მათი ნდობის სტანდარტი რა არის და ალბათ უმდაბლესი სტანდარტი აქვთ ნდობის. ერთი იმედი მაქვს მარტო. თუ საზოგადოების ნდობა აინტერესებთ, თავის მომხრეებზე დაელაპარაკებიან და იქნებ შემდეგ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირონ ამ კანდიდატებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა