ხათუნა სამნიძე - კიდევ უფრო მკაცრი, კიდევ უფრო ინტენსიური იქნება გამოხმაურებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან

ერთობლიობა, კომბინაცია მთელი ამ მოვლენების ჩვენი სასაუბრო თემა იქნება - დასავლელი პარტნიორების მხრიდან გამოხმაურებები კიდევ უფრო მკაცრი, ინტენსიური იქნება, - ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრამდე განაცხადა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, დასავლელი პარტნიორები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან, ხოლო დამატებით ინფორმაციას დღეს მიიღებენ.

„რა თქმა უნდა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ დოკუმენტზე არ იქნება, რომელსაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან ხელი მოეწერა. არ იქნება საუბარი მხოლოდ იმ პუნქტებზე, რომლის დარღვევასაც „ქართული ოცნება“ ყველა ჯერზე ცდილობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრებთ, რომელსაც ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანთან პირდაპირი კავშირი აქვს. ასევე, ჩანს საპატრიარქოსა და ხელისუფლების ერთობლივი ორგანიზება ამ დაძაბულობის.

ყველა ერთობლიობა, კომბინაცია მთელი ამ მოვლენების იქნება ჩვენი სასაუბრო თემა და მე იმედი მაქვს, იქიდან გამომდინარე რა ინტენსივობითაც აკვირდებიან ჩვენი პარტნიორები აქ მიმდინარე მოვლენებს, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მეტი ინფორმაცია ექნება პრეზიდენტ მიშელს. მე მგონი, იმაზე მკაცრი გზავნილები იქნება, რაც ამ დღეებში წავიკითხეთ 5 ივლისთან, შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. კიდევ უფრო მკაცრი, კიდევ უფრო ინტენსიური იქნება გამოხმაურებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, ბათუმში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა