ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2021

“ევროკავშირის ტრანშის საკითხმა შესაძლოა არჩევნებამდე გადაიწიოს” - ზაქარეიშვილი

“შეასრულეთ რეფორმები არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხისთვის” - ევროპის 3 მთავარი პრიორიტეტი და "უპრეცედენტო გარღვევის" პროგრამა

***

“ევროკავშირის ტრანშის საკითხმა შესაძლოა არჩევნებამდე გადაიწიოს” - ზაქარეიშვილი

"19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია, რათა საქართველომ თავისი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს"- ასეთია ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ძირითადი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიისადმი, რომელიც მან ბათუმში გამართულ საერთაშორიოს კონფერენციის შემდეგ გააკეთა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით,“ევროკავშირის ტრანშის საკითხმა შესაძლოა არჩევნებამდე გადაიწიოს” - ზაქარეიშვილი

"საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანფრომაცია", ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ. ქართულ მხარეს წარმოადგენდა პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. კონფრენციის მთავარი საკითხი იყო მოლდოვის, საქართველოს და უკრაინის სამმხრივი ურთიერთობის გაძლიერება და სამომავალო გეგმები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, შარლ მიშელს მიაწოდა სრული ინფორმაცია როგორ სრულდება მმართველი გუნდის მხრიდან შეთანხმებით ნაკსირი ვალდებულებები”, - აღნიშნავს გამოცემა.

„ოპოზიცია კი ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში დასავლეთის მხრიდან ზეწოლის მექანიზმები ხელისუფლებაზე უფრო გაძლიერდება, რომელიც ღიად და აშკარად უარს ამბობს ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობის გამო შეიძლება ხელისუფლებას სანქციები დაეკისროს. შარლ მიშელმა კი ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულიად არ ასახავს კონსულტაციების შედეგებს და ეს დაკარგული შესაძლებლობაა. მას არც ის დაუმალავს, რომ მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც მთავარი ნაწილია 19 აპრილის შეთანხმებით არის წინაპირობა, საქართველოსთვის ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების. „ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც ამ დრომდე ხელი არ აქვს მოწერილი 19 აპრილის შეთანხმებაზე, ხელი მოაწერონ ამ შეთნხმებას”, - განაგრძობს გამოცემა.

"პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნით ხელისუფლებამ დასავლეთი ფაქტის წინაშე დააყენა. "ხელისუფლებას უნდოდა არჩევნებამდე დაესწრო მოსამართლეების დანიშვნა და დასავლეთი ფაქტის წინაშე დააყენა. ახლა მოსამართლეები უკვე დანიშნული არიან და ამას უკან ვეღარ წაიღებ, ახლა დასავლეთი ფიქრობს დღეიდან რას ვაკეთებთ. "ჩემი აზრით, არჩევნებამდე ტრანშის საკითხი გადაიწევს. რაც შეეხება მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას და მის შესრულებას, რომლისკენაც მოუწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენმა, თუ "ნაცმოძრაობა" ხელს არ აწერს, ეს ტრაგედია არ არის, ან რას მიჰყვება ხელისუფლება "ნაცმოძრაობას" საფლავში. მან ქართველ ხალხს უნდა ჩაბაროს ანგარიში. შენ მოაწერე ხელი და შენ უნდა გააკეთო"- განაცხადა "რეზონანსთან" პაატა ზაქარიეშვილმა. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" შარლ მიშელის გზავნილების შეფასებისას, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან ღირებულებათა კონფლიქტში შევიდა და ამიტომ მკაცრი მექანიზმების ამოქმედებას არ გამორცხავს. "შარლ მიშელი სასწაულებს ვერ მოახდენს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, მან უკვე მოუწოდა იმ პარტიებს, ვინც ხელი არ მოაწერა, ხელი მოაწერონ. ასევე განცხადებები გაკეთდა მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ზეწოლის მექანიზმების ამოქმედებას, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან ღირებულებთა კონფლიქში შევიდა და თუ ამ პოლიტიკას არ შეცვლის, გამორიცხული არაფერია"- განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

“შეასრულეთ რეფორმები არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხისთვის” - ევროპის 3 მთავარი პრიორიტეტი და "უპრეცედენტო გარღვევის" პროგრამა

“ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე დისკუსია ახალ ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგზე წარიმართა და საუბარი მთავარ გამოწვევებზე და მოკავშირეებთან ურთიერთობების განვითარებაზე გაგრძელდა. დისკუსიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და მოლდოვას, უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტები მონაწილეობდნენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “შეასრულეთ რეფორმები არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხისთვის” - ევროპის 3 მთავარი პრიორიტეტი და "უპრეცედენტო გარღვევის" პროგრამა

"საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 4 პრეზიდენტის მონაწილეობით პირველად ტარდება მსგავსი ღონისძიება და ეს ახალი დასაწყისია. “ახალი დასაწყისი ჩვენ გვაძლევს იმედს და ეს იმას ნიშნავს ყველა ჩვენგანისთვის, რომ ახალი ვალდებულებები გვაქვს ნაკისრი ჩვენი საერთო მიზნების მიმართ.“უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება. საქართველოს ევროპული მომავალი და არჩევანი არის გარდაუვალი და განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან, ჩვენი ფასეულობებისგან და ის არის ყველა ჩვენს კონსტიტუციურ დებულებებში აღქმული.“დამოუკიდებლობის დღიდან ეს იქნა გაცხადებული, როგორც ჩვენი ხალხის არჩევანი და ერთი საკითხი, რომელზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და ამაზე არასდროს არ ვკამათობთ," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განახლებული, მრავალმხრივი ფინანსური მხარდაჭერის შედეგად საქართველოში ეკონომიკა ძლიერდება. "საქართველომ პანდემიას თავი დააღწია, განახლებული ძალებითა და შემართებით საქართველომ ყურადღება გაამახვილა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე და თან თავის წილ საქმეს აკეთებს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში. “დღეს ჩვენი დემოკრატია ფორმაშია ევროკავშირისა და ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით, რომელიც შარლ მიშელის ხელმძღვანელობით ხორციელდება. განახლებული, მრავალმხრივი ფინანსური მხარდაჭერის შედეგად ნორმალური მდგომარეობა ბრუნდება და ჩვენს ეკონომიკაში ბუმი იწყება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. კონფერენციაზე სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა. მან ოკუპაციის პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინას და საქართველოს მსგავსი სიტუაცია აქვთ. უკრაინის ლიდერის თქმით, სწორედ ასეთ სიტუაციაშია მნიშვნელოვანი სწორი არჩევანის გაკეთება. "ჩემი ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები, ადამიანთა უფლებების დარღვევები, საკუთარი ყურით მომესმინა. უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიც მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა. ასეთ შემთხვევებში კარგად გვესმის, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ეს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ ევროპის სასარგებლოდ”, - განაგრძობს გამოცემა.

"ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას სრულ სოლიდარობას უცხადებს. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება. "დიდი პატივია, რომ ამ შეხვედრაში ვიღებ მონაწილეობას. დღეს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან დამოუკიდებელნი, უკვე 30 წელია. ერთი თაობა ძალიან ძლიერი წინსვლისა და დაბრკოლებებისა. ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს კეთილდღეობის, თანამშრომლობის ამ საერთო ფასეულობების საფუძველზე და არ ყოფილა ეს იოლი გზა. “ეს სულისკვეთება, რომელიც მიმდინარეობდა დესტაბილიზაციის, ამ გამოწვევების, აგრესიის საფუძველზე და პირობებში. ევროკავშირი თქვენთან არის, სრულ სოლიდარობას გიცხადებთ," - განაცხადა შარლ მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასახელებს 3 პრიორიტს, რომელზეც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. "მინდა მომავალზე გავაკეთო აქცენტი და 3 პრიორიტეტი გამოვყო: პირველი არის - უპრეცედენტო გარღვევის პროგრამა, რომელიც არის გარდამტეხი ამ რეგიონისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის. ევროკავშირი 2.3 მილიარდი ევროთი დაეხმარება და ამ დახმარებას ექნება 17 მილიარდი ევროს მობილიზაციის შესაძლებლობა. მეორე - ძლიერ მწამს, ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და შევძლებთ ათასობით კილომეტრი სარკინიგზო გზის დაგებას 2030 წლისთვისთვის და ეს კიდევ უფრო დაამოკლებს ფიზიკურ დაშორებას ჩვენს საზოგადოებებს შორის. ეს მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება იქნება ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტი, რომელიც კიდევ უფრო ძლიერს გახდის თქვენს ქვეყნებს. მესამე არის რეფორმები, დემოკრატიული მმართველობა არის იმის გასაღები, რომ ლიბერალური დემოკრატია იქცეს მნიშვნელოვანი აქცენტი სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური აუცილებლობა, ეს არის უცილობელი ფაქტორი იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რასაც იძლევა ეს ინსტრუმენტი," - განაცხადა შარლ მიშელმა”, - დასძენს გამოცემა

"მისივე თქმით, ქვეყნებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები რეფორმების განხორციელების კუთხით, სწორედ თავისივე მოქალაქეების საკეთილდღეოდ. "დეკემბერში ჩვენ გვექნება შემდეგი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში და თქვენ ყველას საჯაროდ გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნებისთვის. “ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმების მიმართულებით არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და მათ საკეთილდღეოდ,"- განაცხადა შარლ მიშელმა”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი და დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ დღევანდელ შარლ მიშელის შეხვედრაზე 5 ივლისის მოვლენებზე დეტალურად ისაუბრეს. ასევე, სასამართლოსთან დაკავშირებითაც ყველა ინფორმაცია მიშელს მიაწოდეს. თუმცა, მეგრელიშვილი ამბობს, რომ მას არ დარჩა შთაბეჭდილება მიშელს „ქართული ოცნების“ სანქციებით დასჯა უნდა. „მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ევროპული საბჭოს წევრი "ოცნების“ დასჯას სანქციებით აპირებს. თუმცა, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ჩვენ ყველამ მას 5 ივლისის მოვლენებზე და მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ“, - ამბობს მეგრელიშვილი. "ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ლექსიკა და საუბარი სიტუაციასთან , რაც საქართველოშია შექმნილი, ადეკვატური არ იყო. მისი თქმით, ეს იყო ზედიპლომატიური განცხადებები, რომელიც იმ დრამატულ სიტუაციას არ ასახავს, რაც ქვეყანაშია შექმნილი. „ევროკავშირის ელჩების განცხადებები უფრო მკაცრი იყო, ვიდრე შარლ მიშელის. სიმართლე ვთქვა, მე მეტის მოლოდინიც არ მქონდა. მისი საუბარი და ლექსიკა იმ სიტუაციასთან, რაც ახლა საქართველოში ხდება ძალიან არაადეკვატურია. "შარლ მიშელის მხრიდან სრულიად არაადეკვატური განცხადებები გაკეთდა, რაც არსებულ მდგომარეობას არ შეესაბამება. სამწუხაროდ მიშელთან მყოფი საპარლამენტო ოპოზიციაც ასე იქცევა, თითქოს ქვეყანაში სიტუაცია რთულია, მაგრამ დრამატული არაა“, - ამბობს ბოკერია”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა