ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოს 10 რეგიონის 14 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას ატარებს

ახალგაზრდობის სააგენტომ საქართველოს 10 რეგიონის 14 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა დაიწყო, რომელსაც კვლევითი კომპანია ACT ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალგაზრდობის სააგენტოდან“ აცნობეს, 14 მუნიციპალიტეტიდან 4–ში, ბათუმში, გარდაბანში, ადიგენსა და დუშეთში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, კლევა უკვე ჩატარდა, დანარჩენ მუნიციპალიტებში, რომელთა შორისაა საჩხერე, კასპი, ყვარელი, ლაგოდეხი, ჩოხატაური, ამბროლაური, სენაკი, ხობი ბაღდადი და თეთრიწყარო, სააგენტო აქტიურად მუშაობს, კვლევით კომპანია ACT–სთან ერთად კვლევა, სააგენტოს ერთ–ერთი სარეფორმო მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების“ ფარგლებში ტარდება.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა შეიქმნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა