პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის და ორი პროფესიონალი წევრის 100 ხმით არჩევა კვლავ ვერ შეძლო

პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის და ორი პროფესიონალი წევრის 100 ხმით არჩევა კვლავ ვერ შეძლო.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები 2/3-იანი კვორუმით ჩატარებულ კენჭისყრაზე მეორე ჯერზეც ჩავარდა.

კენჭისყრის შედეგები ასეთია:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატურები: გიორგი კალანდარიშვილი 83 - მომხრე, 11 - წინააღმდეგი;

გიორგი სანტურიანი 4 - მომხრე, 11- წინააღმდეგი;

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად ასარჩევი კანდიდატები:

გია ცაცაშვილი 83 - მომხრე, 10 - წინააღმდეგი;

ლელა ტალიური 18 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი;

თამარ სართანია 18 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი;

მაია ზარიძე 77 - მომხრე, 10 - წინააღმდეგი;

მომდევნო კვირას აღნიშნულ კანდიდატურებს 3/5-იანი კვორუმით ეყრება კენჭი. თუ ცესკოს ახალი თავმჯდომარისა და წევრების არჩევა ვერც 90 ხმით მოხერხდა, მაშინ პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით - 76 ხმით დაამტკიცებს.

“საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა