თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ ოპერატორებზე ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს, „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ ოპერატორებზე ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულების უშანგი დათუნაშვილისა და ირაკლი წიგნაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პროკურატურა დაკავებულებისთვის ყველაზე მძიმე აღკვეთი ღონისძიების სახის - პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი სასამართლო პროცესზე გირაოს გამოყენების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს - „ტვ პირველის”- ოპერატორის მიმართ ძალადობაში ბრალდებულის ირაკლი წიგნაძის ადვოკატი 2000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს, „რუსთავი 2“- ის ოპერატორზე ძალადობისთვის დაკავებული უშანგი დათუნაშვილის უფლებადამცველი ასევე 2000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

დათუნაშვილის ადვოკატის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„სასამართლოს შევთავაზებთ გირაოს და იმედი გვაქვს, დაკმაყოფილებული იქნება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 5 ივლისს იქ იმყოფებოდა. ის თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში არ ცნობს”,- განაცხადა მჟავანაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს, „რუსთავი 2“-ის ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, „ცისფერი გალერეას” მიმდებარედ ტელეკომპანია „რუსთავი 2” -ის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

რაც შეეხება ბრალდებულს „ტვ პირველის” ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეში, სამართლადამცველებმა ასევე გუშინ დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.წ.-მ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს