საგამოძიებო კომისიის შეფასებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებით იქმნებოდა მცდარი აღქმა, თითქოს დაფინანსების თვალსაზრისით, მმართველი პარტია ოპოზიციასთან მიმართებით ჭარბი უპირატესობით სარგებლობდა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შეფასებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებით იქმნებოდა მცდარი აღქმა, თითქოს დაფინანსების თვალსაზრისით, მმართველი პარტია ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებით ჭარბი უპირატესობით სარგებლობდა.

როგორც კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის სახელწიფო ბიუჯეტიდან და კერძო შემოწირულობებით მიღებული თანხის ჯამურმა ოდენობამ ყველა პარტიისთვის 38 607 364 ლარი შეადგინა, საიდანაც მმართველ პარტიას 45% ხვდა წილად, რაც რამდენიმე პროცენტით ჩამორჩება მმართველი პარტიის მიერ 2016 და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტულ მაჩვენებელს.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე პარლამენტს კომისიის დასკვნას აცნობს.

საგამოძიებო კომისიამ დასკვნა ასეთია - 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე სახის გავლენა არ ჰქონია.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს