გიორგი გახარია - სამწუხაროდ, მმართველი ძალა ზუსტად დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს

სამწუხაროდ, მმართველი ძალა ზუსტად დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ზეწოლის სხვადასხვა მეთოდს მიმართავს, რაც თავად არასდროს გამოუყენებია.

„მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს, პირდაპირ, ღიად იმიტომ, რომ დღეს, სამწუხაროდ, მმართველი ძალა ზუსტად დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“ – 2012 წელს. ესე იგი, დღეს, ხელისუფლება, მმართველი ძალა, პარტია, პარტიული „ბოსები“ იყენებენ სახელმწიფოს ყველა ინსტრუმენტს - შემოსავლების სამსახურს, ფინანსურ პოლიციას, პოლიციას, სუს-ს იმისთვის, რომ ადამიანებზე მოახდინონ ზეწოლა ელემენტარული სიმპათიების გამოხატვის. მინდა ყველამ იცოდეს, რომ როდესაც სამსახურიდან დათხოვნა, ფინანსური პოლიციის კერძო ბიზნესზე ზეწოლაა, ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის შიშის შედეგი. პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ მსგავსი ინსტრუმენტები არასდროს გამოგვიყენებია, მე არ გამომიყენებია“, - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს, გიორგი გახარია აცხადებს, რომ მის მიმართ სამართლებრივი პროცესი დაიწყო.

„რაც შეეხება ნიკა მელიას საქმეს, ეს იყო საქმე, რომელიც სასამართლომდე მივიდა და სამართლებრივი პროცესები დაიწყო. თქვენ შეიძლება ყველაფერს მანიპულაცია დაარქვათ, მაგრამ პარლამენტში შეჭრის მცდელობა მანიპულაცია იყო? პოლიციელებს თავს რომ ესხმოდნენ, ესეც მანიპულაცია იყო? ის, რაც ახლა „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ადამიანი, რომელიც პარლამენტის შტურმში მონაწილეობდა, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატია და ამნისტიის შედეგად გარეთ გამოდის, ეს იყო მანიპულაცია? არ იყო. მე სხვა რამეზე ვსუბრობ, როდესაც საქმე სასამართლომდე მიდის, ამას თავის პროცედურები და ლოგიკური გაგრძელება აქვს. როდესაც სასამართლომდე არ მიდის და შენ სუს-ის თანამშრომლები და პოლიციელები გემუქრებიან იმით, რომ სამსახურიდან დაგითხოვენ ან შენ ან შენი ოჯახის წევრებს, ან შენს ბიზნესში ფინანსურ პოლიციას შემოუშვებენ, ეს ცოტა სხვა რამეა. ამას მასობრივი სახე აქვს უკვე. თქვენ თუ ადარებთ იმას, რომ ვიღაც პოლიტიკური „ხულიგანი“ პარლამენტში შეჭრას აპირებდა, ეს სხვა თემაა“,-განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა