რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 22 804 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 789 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
რუსეთში ჯამში, ინფიცირების 6 288 677 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 159 352 ადამიანი ემსხვერპლა, განკურნებულების რაოდენობა კი 5.6 მილიონს აჭარბებს.
პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"