ბაკურ კვაშილავა - 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი გუნდის გამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ არსებობს - თუ მათ ხმების 43% ვერ მიიღეს, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, ჯიპა-ს პროფესორს, ბაკურ კვაშილავას ესაუბრა.

- ბატონო ბაკურ, არჩევნებამდე 2 თვე დარჩა. მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდი 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოვიდა, პოლიტიკური ვითარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ქვეყნისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შეცვლილი ჩანს.

ჩვენ ამ თემებს აუცილებლად შევეხებით, მაგრამ ალბათ ლოგიკური იქნება, თუ ჩვენ საუბარს საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობით დავიწყებთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე 2 თვით ადრე საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- ჩემი აზრით, საშინაო პოლიტიკაში დღეისათვის არსებული ვითარება არის ლოგიკური შედეგი იმ დაპირისპირებისა, რომელიც ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის არსებობს.

შესაძლოა, მოულოდნელობა ყოფილიყო ის, თუ როდის გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლა და ესკალაციაზე წასვლა.

მაგრამ, სხვა მხრივ, თუ ჩვენ გადავხედავთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის დამოკიდებულებას, ჩანს, რომ 19 აპრილის შეთანხმება ორივე პოლიტიკური ძალისთვის, „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობისთვის“ ძალად თავსმოხვეული დოკუმენტი იყო და ორივე მხარე ყველა საშუალებით ცდილობდა ამ ხელშეკრულებიდან თავის დაღწევას და დაძვრენას.

19 აპრილის შეთანხმება ორივე პოლიტიკური ძალისთვის, „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობისთვის“ ძალად თავსმოხვეული დოკუმენტი იყო და ორივე მხარე ყველა საშუალებით ცდილობდა ამ ხელშეკრულებიდან თავის დაღწევას და დაძვრენას

საბოლოო ჯამში ყველაფერი იმით დასრულდა, როგორც ამ ორ ძალას სურდა.

- ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენთვის პირობების ძალად თავს მოხვევასო, აცხადებდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერშიფის წარმომადგენლები. არც“ნაცმოძრაობას“ მოუწერია ამ შეთანხმებაზე ხელი.

არადა, როცა 19 აპრილის შეთანხმებას მოეწერა ხელი, ყველა თანხმდებოდა, რომ შეთანხმება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასა და რეფორმების განხორციელებას შეუწყობდა ხელს.

რა გამოდის - არც ერთ ძირითად პოლიტიკურ ძალს, არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ არ უნდოდა არც დემოკრატიის გაღმავება და არც რეფორმების განხორციელება?

- „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის ამოცანა მათი აზრით ქვეყნის გადარჩენის გზაა, ერთნი დარჩნენ ხელისუფლებაში, ხოლო მეორენი მოვიდნენ ხელისუფლებაში. თან ისე, რომ ძალაუფლება არავისთან არ ჰქონდეთ გასაყოფი.

ახლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ სურდათ მათ იმ ფორმით 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერა, როგორც ეს მოხდა. ორივეს მოუწევდა თავიანთი რადიკალური ამომრჩველისთვის იმის ახსნა, თუ რატომ წავიდნენ გაცხადებული „წითელი ხაზების“ მიღმა ამ შეთანხმების ხელმოწერაზე.

ეს ეხებოდა რეფერენდუმს, არჩევნების ხელახლა ჩატარებას, ეს ეხებოდა პოლიტიკური პატიმრების ციხიდან გამოშვებას. ეს იყო ის საკითხები, რომლის მხარის რადიკალურად განწყობილ ამომრჩეველს შეუქმნიდა იმის განცდას, რომ ის ძალა, რომელსაც ისინი უჭერენ მხარს, ისეთი ძლიერი აღარაა, როგორც მათ სურთ. ეს კი გამოიწვევდა იმას, რომ ორივე ძალა თავის ერთგულ და რადიკალურ ამომრჩეველს დაკარგავდა.

რადგან ქართული პოლიტიკა ხელების გადაგრეხვაზე და იმის ჩვენებაზეა აგებული, ვინ უფრო „მაგარი ბიჭია“, ამიტომ „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაცმოძრაობასაც“ ძალიან უჭირდა 19 აპრილის შეთანხმებაზე ბოლომდე მიყოლა.

- შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმებიდან გამოსვლით „ქართულმა ოცნებამ“ და შეთანხმებაზე ხელის არ მოწერით „ნაცმოძრაობამ“ მოახდინა საკუთარი ამომრჩევლის კონსოლიდირება?

- არა ასე არ არის. ეს იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება. მმართველი გუნდი ამ გადაწყვეტილებაზე წავიდა მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ მის ამ ნაბიჯს ჩვენი დასავლელი პარტნიორები კრიტიკულად შეაფასებდნენ.

დიახ, „ქართულმა ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლით მოახდინა თავისი ამომრჩევლის კონსოლიდირება და გარდა ამისა, კიდევ არის რამოდენიმე საკითხი, რის გამოც ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა. ამ თემასაც შევეხები.

მანამდე უნდა ვთქვა, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გამოსვლა არ იყო საუკეთესო გამოსავალი „ნაცმოძრაობისთვის“ . „ნაცმოძრაობას“ უკვე ჰქონდა საუკეთესო გამოსავალი - მან ერთი შეხედვით უკან არ დაიხია, ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, მაგრამ მიიღო ყველა სარგებელი, რომელიც ამ შეთანხმებიდან გამომდინარეობდა.

„ნაცმოძრაობისთვის“ საუკეთესო შედეგი უკვე იყო დამდგარი, სანამ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან არ გამოვიდოდა. ახლა „ნაცმოძრაობას“ ოდნავ უარესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე მანამდე.

ნაცმოძრაობისთვის“ საუკეთესო შედეგი უკვე იყო დამდგარი, სანამ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან არ გამოვიდოდა. ახლა „ნაცმოძრაობას“ ოდნავ უარესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე მანამდე

ახლა რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“. მმართველ გუნდს 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ მისი ელექტორატის კონსოლიდაციისთვის არ მიუღია. როგორც ჩანს, გახარიას პოლიტიკურმა ორგანიზაციამ სერიოზული გამოწვევები შეუქმნა „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა ხმების 43%-ის მიღებაში.

გახარიამ მმართველ გუნდთან პოზიციონირებით სწორედ „ქართულ ოცნებას“ შეუქმნა პრობლემები. როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ ნათელი გახდა, რომ გახარიას გააქტიურების პირობებში მმართველი გუნდის მიერ ხმათა 43% მიღება შეუძლებელი იქნებოდა.

როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ ნათელი გახდა, რომ გახარიას გააქტიურების პირობებში მმართველი გუნდის მიერ ხმათა 43% მიღება შეუძლებელი იქნებოდა

- დიახ, ასე ჩანს, რადგან „ქართული ოცნების“ ლიდერების სამიზნე ახლა არა „ნაცმოძრაობა“, არამედ სწორედ გახარია იყო და იგი ასეთ სამიზნედ რჩება...

- ყოველ შემთხვევაში მმართველი გუნდის მთავარი სამიზნე გახარია იყო, ვიდრე იტყოდნენ უარს 19 აპრილის შეთანხმებაზე. ახლა, როცა 43%-იანი ბარიერის პრობლემა მოხსნილია, ახლა შესაძლოა გახარია აღარ იყოს მათთვის მთავარი სამიზნე.

ალბათ, გახარიას თემას იმდენი დატვირთვა აღარ ექნება.

თუმცა, ვთვლი, რომ 19 აპრილის შეთანხმება და 43% იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მნიშვნელობა აღარ აქვს მმართველი გუნდი ამ პროცესიდან თავს გამოსულად თვლის თუ არა. ფაქტია, რომ მოახლოებულ არჩევნებზე საზოგადოების სწორება სწორედ 43%-ზე იქნება. „ქართულმა ოცნებამ“ რამდენადაც არ უნდა მოინდომოს, ამას თავს ვერ დააღწევს.

ფაქტია, რომ მოახლოებულ არჩევნებზე საზოგადოების სწორება სწორედ 43%-ზე იქნება, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენადაც არ უნდა მოინდომოს, ამას თავს ვერ დააღწევს

ისევე როგორც, საბოლოო ჯამში თავი ვერ დააღწია 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილის მიერ მიცემულ პირობას, რომ ქვეყანა გადავიდოდა სრულად პროპორციულ არჩევნებზე. გვახსოვს, თუ როგორ იბრძოლა „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული ოლქებისათვის, მაგრამ უკან დახევა მაინც მოუწია. ჩემი აზრით, ხელისუფლებას უკანდახევა ახლაც მოუწევს.

- თუ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღო, გაქვთ იმის მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს?

- ვფიქრობ, ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღო, იგი იძულებული იქნება თავად დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.

ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღო, იგი იძულებული იქნება თავად დანიშნოს ვადამდელი არჩევნები

თუ ხელისუფლებამ 43% ვერ აიღო, ეს მისთვის იქნება უნდობლობის ძალიან დიდი ვოტუმი. ფაქტია, რომ დანიშნავს თუ არა იგი ვადამდელ არჩევნებს, „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობა იკლებს და აუცილებელი იქნება ხელისუფლების განახლება.

- თუ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ მიიღო, მაგრამ ვადამდელი არჩევნები არ დანიშნა, ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის იქნება ის „წითელი ხაზი“ „ქართულ ოცნებასთან“ დამოკიდებულებაში?

- ჩემი აზრით, ჩვენი დასავლელ პარტნიორებთან მიმართებაში „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი პატარ-პატარა წითელი ხაზები უკვე გადალახა.

თუ ხელისუფლებამ 43% ვერ აიღო და ვადამდელი არ დანიშნა, ეს უკვე საზოგადოებისთვის შეიძლება გახდეს მიუღებელი.

თუ ხელისუფლებამ 43% ვერ აიღო და ვადამდელი არ დანიშნა, ეს უკვე საზოგადოებისთვის შეიძლება გახდეს მიუღებელი

- ვინც 30 წელია აკვირდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკას და ჩვენს მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებას, ალბათ დამეთანხმება, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია რომელიმე არჩევნების გახსენება, რომლის წინაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებაზე ასე გაბრაზებულები ყოფილიყვნენ.

თუ რატომ წავიდა დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭებაზე მმართველი გუნდი თქვენ უკვე ისაუბრეთ, მაგრამ თქვენი დაკვირვებით ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან როგორ ჩანს ის, რაც ჩვენს საშინაო პოლიტიკაში ხდება?

- თუ როგორ ჩანს ჩვენში განვითარებული პროცესები დასავლეთიდან, შეგვიძლია ვნახოთ თუ რა განცხადებებს აკეთებენ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი პოლიტიკოსები. ამ განცხადებებში ერთია „ქართული ოცნების“ კრიტიკა, მაგრამ გარკვეული პოლიტიკოსები „ნაცმოძრაობასაც“ სდებენ ბრალს იმის გამო, რომ მათ ხელი არ მოაწერეს 19 აპრილის შეთანხმებას.

19 აპრლის შეთანხმებასთან დაკავშირებულ მთელ ამ პროცესში „ნაცმოძრაობაც“ ისეთივე შეუვალი და უკომპრომისი იყო, როგორც „ქართული ოცნება“. ფაქტია, ყველა მოუწოდებს ორივე პარტიას გაითვალისწინოს ხალხის ინტერესები.

ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები თვლიან, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ არ ითვალისწინებენ ხალხის ინტერესებს. დაკავებული არიან მხოლოდ ერთმანეთთან პოლიტიკური ბრძოლით და არ ავლენენ სხვა პარტიებთან თანამშრომლობის სურვილს და ცდილობენ იყვნენ ამ პროცესში დომინანტურები. რაც მათი აზრით, აზიანებს ქვეყნის ინტერესებს. პრინციპში ეს არის კიდეც ყველაზე მოკლე ანალიზი იმისა, რაც ჩვენში ხდება.

ჩვენი დასავლელი პარტნიორები თვლიან, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ არ ითვალისწინებენ ხალხის ინტერესებს. დაკავებული არიან მხოლოდ ერთმანეთთან პოლიტიკური ბრძოლით და არ ავლენენ სხვა პარტიებთან თანამშრომლობის სურვილს და ცდილობენ იყვნენ ამ პროცესში დომინანტურები, რაც აზიანებს ქვეყნის ინტერესებს. პრინციპში ეს არის ყველაზე მოკლე ანალიზი იმისა, რაც ჩვენში ხდება

- ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მმართველი გუნდის მიერ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევებისა და რეკომენდაციების იმ დოზით შეუსრულებლობა, რასაც ვადევნებთ თვალს, შესაძლოა ნიშნავდეს იმასაც, რომ „ქართული ოცნებას“ ჰქონდეს ფარული ურთიერთობები რუსულ პოლიტიკურ წრეებთან.

რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მმართველი გუნდის მიმართ გამოთქმული ამგვარი კრიტიკა?

- ასეთ რამეს, ჯერჯერობით მე მაინც ვერ ვხედავ. თუ იანუკოვიჩის მდგომარეობას შევადარებთ, იქ ყველაფერი ნათლად და ცხადად ჩანდა. ჩვენთან ამის მსგავსი ან განცხადება, ან გადაწყვეტილება, ან ინტერვიუში მსგავსი რამის გაჟღერება, „ქართული ოცნების“ მხრიდან, არ ჩანს.

ამიტომ, რამდენადაც არ უნდა სურდეს ოპოზიციის ნაწილს ამტკიცოს, რომ ფაქტობრივად, ერთიდაიგივეა იანიუკოვიჩის მთავრობა და „ქართული ოცნების“ მთავრობა, ამ ეტაპზე მოითხოვს ძალიან ბევრ სპეკულაციას.

მტკიცება, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან ალაგებს ურთიერთობებს, ამის დამამტკიცებელი ცხადი საბუთები ფაქტია, რომ არ გვაქვს. იანუკოვიჩის შემთხვევაში ყველაფერი ნათელი იყო.

მტკიცება, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან ალაგებს ურთიერთობებს, ამის დამამტკიცებელი ცხადი საბუთები ფაქტია, რომ არ გვაქვს. იანუკოვიჩის შემთხვევაში ყველაფერი ნათელი იყო

- ფაქტია, რომ ხელისუფლებამ 5 ივლისის მოვლენების ფონზე მოახდინა იმ ტიპის ელექტორატის კონსოლიდაცია, რომლებმაც ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობის წინ ორჯერ ჩამოხსნეს. ორგანიზება გაუკეთეს ისეთ ქცევას, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. უპირველესად მხედველობაში მაქვს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმები.

დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ ეს ელექტორატი „ქართული ოცნების“ ელექტორატი იქნება. თუ მმართველი გუნდის მხარდამჭერები ეს ხალხია, შეიძლება კითხვა ასე დაისვას - რა პოლიტიკური გეგმების განსახორციელებლად სჭირდება „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნება?

- ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდოდა დასავლეთისთვის ეჩვენებინა, რომ დასავლეთისთვის „ქართული ოცნება“ ყველაზე სანდო არჩევანია. თუნდაც იმის გამოა ასე, რომ 5 ივლისს რუსთაველზე არეულობების ორგანიზატორი ჯგუფები საქართველოში მრავლად არიან. რომ არა „ქართული ოცნება“, საზოგადოებაში გასაქანი ასეთ ძალებსაც ექნებოდათ.

„ქართული ოცნება“ დასავლეთს ეუბნება, ჩვენ თქვენთვის ვართ სანდო პარტნიორი. გამოვხატავთ უმრავლესობის აზრს. არჩევნებზე მხარს მოსახლეობის 45% გვიჭერს. სხვა პარტიებს ჩვენზე ორჯერ ნაკლები მხარდამჭერები ჰყავთ. ჩვენ დასავლეთისკენ მივდივართ, მაგრამ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. გვინდა ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ ჩვენი პირობებით. ისე, როგორც ეს ხდება უნგრეთში და პოლონეთში. იქ კი, უმრავლესობის დემოკრატიაა.

ქართული ოცნება“ დასავლეთს ეუბნება, ჩვენ თქვენთვის ვართ სანდო პარტნიორი. გამოვხატავთ უმრავლესობის აზრს. არჩევნებზე მხარს მოსახლეობის 45% გვიჭერს... გვინდა ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ ჩვენი პირობებით. ისე, როგორც ეს ხდება უნგრეთში და პოლონეთში. იქ კი, უმრავლესობის დემოკრატიაა

პრემიერ ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები ხშირად საუბრობენ უმრავლესობის დემოკრატიაზე. ამგვარი მიდგომები ზოგიერთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საკმაოდ პოპულარული მიდგომაა. ის რაც გაუვიდა უნგრეთს, პოლონეთს, რატომ არ შეიძლება გამოვიდეს საქართველოში?

ჩემი აზრით, ამგვარი მიდგომა „ქართული ოცნების“ სტრატეგიული ხაზია. დასავლურ ღირებულებებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ვართ ის პარტნიორები, ვისთანაც თქვენ მოგიწევთ ურთიერთობა. ოღონდ ისე, რომ ჩვენი პირობებიც უნდა იყოს გათვალისწინებული.

- ვის რა შანსები აქვს მოახლოებულ არჩევნებზე, ამაზე მსჯელობა შემდგომისთვის გადავდოთ. ახლა აქტუალურია სავარაუდოდ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ?

- ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს ხელისუფლების შენარჩუნება, ისე რომ მეორე მხარესთან ამ ვინმესთან საერთოდ არც ჰქონდეს ძალაუფლება გასაზიარებელი. „ნაცმოძრაობას“ კი სურს ხელისუფლების მოპოვება. უფრო დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ნაცმოძრაობა“ უფრო მზადაა „ქართული ოცნების“ გარდა, სხვასთან გაიზიაროს ხელისუფლება.

ახლა ვხედავთ, რომ კოალიციურ მმართველობაზე საუბარი დაიწყო „ქართულმა ოცნებამაც“, მაგრამ ამ თემაზე იგი საუბრობს ულტიმატუმებით, მათ გამორიცხეს თანამშრომლობა ჯერ „ნაციონალებთან,“ ახლა გახარიასთან.

მე მაინც ვვარაუდობ, რომ დიდი ალბათობით „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს 43% აღებას და ეს დღის წესრიგში უთუოდ დააყენებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

ვვარაუდობ, რომ დიდი ალბათობით „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს 43% აღებას და ეს დღის წესრიგში უთუოდ დააყენებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას

- თუ ასე მოხდა, „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. სწორად გავიგე?

- დიახ, ეს გახლავთ მოვლენათა განვითარების ყველაზე მოსალოდნელი სცენარი.

- „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა - ჩვენ 3% მივიღებთ თუ 93%, ჩვენ გადავწყვეთ ჩატარდება თუ არა ვადამდელი არჩევნები. მისი ეს განცხადება რამდენად თანხვედრაში იმასთან რაც ბრძანეთ?

- თუ 43% „ქართულმა ოცნებამ“ ვერ აიღო, ვფიქრობ, მმართველ გუნდს მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი გუნდის გამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ არსებობს, თუ მათ ხმების 43% ვერ მიიღეს, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. დეესკალაციისთვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ეს იქნება.

19 აპრილის შეთანხმებამ დეესკალაციის პროცესი შეანელა. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველია გაუჩინა იმედი, რომ შესაძლებელია ამ დაპირისპირების შერბილება, მაგრამ ამ შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გამოსვლამ ამ იმედებს მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა

- როცა 19 აპრილის შეთანხმება გაფორმდა, ბევრი ვარაუდობდა, რომ ეს სტაბილიზაციისკენ გადადმული ნაბიჯი იყო. ბატონმა კახა გოგოლაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ბრძანა - „როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არსებობს“.

ახლა როცა, მოახლოებული არჩევნების წინ სტაბილიზაციისკენ მიმართული არანაირი კონსტრუქცია რეალურად არც არსებობს, რამდენად დიდია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე?

- ჩემი აზრით, 19 აპრილის შეთანხმებამდეც არსებობდა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. 19 აპრილის შეთანხმებამ ეს პროცესი შეანელა, მაგრამ ახლა დავუბრუნდით პირვანდელ მდგომარეობას.

სამოქალაქო დაპირისპირების შინაარსი სწორედ იმაში მდგომარეობს რომ „ქართული ოცნებისთვის“ და „ნაციონალებსითვის“ ერთმანეთი მიუღებელი პოლიტიკური ძალაა და ორივე ეწევა ამ მიუღებლობის კულტივაციას. ორივე ძალა თავის ამომრჩეველს უხსნის, რომ მისი ოპონენტის არჩევნებში გამარჯვება არის ქვეყნის იმედების დასასრული. ეს არის ბოლო გაჩერება.

როდესაც ასეთი იდეის კულტივაცია ხდება, მერე უკვე ძნელია დამარცხების აღიარება და დამარხცხების აღიარების ნაცვლად პოლიტიკური ძალა გამოდის ქუჩაში და იწყებს სხვა მეთოდით ბრძოლას. ესაა სამოქალაქო დაპირისპირება. მაგრამ ვხედავთ, რომ ამის კულტივაცია ჩვენში კარგა ხანია მიმდინარეობს. მაგრამ, ამან პიკს გასული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიაღწია.

19 აპრილის შეთანხმებამ დეესკალაციის პროცესი შეანელა. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველია გაუჩინა იმედი, რომ შესაძლებელია ამ დაპირისპირების შერბილება, მაგრამ ამ შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გამოსვლამ ამ იმედებს მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა.

- კობახიძემ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლით მმართველ ძალას პროცესის დეპოლარიზაცია და დეესკალაცია უნდოდათ და პირიქით მივიღეთ?

- ფაქტია, რომ არანაირ დეესკალიზაციაზე საუბარი არ არის. თუ ისინი საუბრობენ იმაზე, რომ შეთანხმებიდან გამოსვლით წნეხი მოუხსნეს მმართველი გუნდის პარტიულ და ადმინისტრაციულ რესურსს, ეს კიდევ სხვა ამბავია.

ფაქტია, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლით მმართველ გუნდს პროცესის დეესკალაცია დეპოლიტიზაციისთვის ხელი არ შეუწყვია.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით