საგარეო უწყება - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოში მგზავრობასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც ქვეყანაში მოგზაურობა არ არის სასურველი, არ არის ახალი და კოვიდ ინფექციის გავრცელებასთან არის დაკავშირებული

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოში მგზავრობასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც საქართველოში მოგზაურობა არ არის სასურველი, ნამდვილად არ არის ახალი და კოვიდ ინფექციის გავრცელებასთან არის დაკავშირებული.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სწორედ კოვიდის ფონზე საქართველოს აქვს მინიჭებული მეოთხე დონე, რომლითაც აშშ საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევს.

"აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული რეკომენდაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე 16 ივნისის მდგომარეობით დევს და მას შემდეგ საქართველოს სტატუსი არ შეცვლილა. მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს გაფრთხილება უკავშირდება კოვიდს, რაც ცალსახად არის განმარტებული სახელმწიფო დეპარტამენტის იმავე ვებგვერდზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სისტემატურად აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რისკებზე და გასაკვირი არ არის, რომ კოვიდის ფონზე საქართველოზეც ასეთი გაფრთხილება დევს.

სახელმწიფიო დეპარტამენტის ვებგვერდზე, ასევე, მკაფიოდ არის მითითებული, რომ ამერიკის მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მგზავრობისგან, ამ ტერიტორიებზე კრიმინალის, სამოქალაქო მღელვარებების/არეულობისა და ნაღმების არსებობასთან დაკავშირებული რისკების გამო.

აღსანიშნავია, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ასეთი რეკომენდაციით მიმართავს. მსგავს რეკომენდაციებს შეხვდებით არაერთ, მათ შორის, ევროპულ ქვეყანასთან დაკავშირებითაც,-აცხადებს უწყება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას