თამარ გაბუნია - თუ შეზღუდვების გამკაცრებაზე იქნება საუბარი, ეს ისევ ნიღბების ტარებაზე მკაცრი მონიტორინგი იქნება, როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეებში

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ შეზღუდვების გამკაცრებაზე იქნება საუბარი, ეს ისევ ნიღბების ტარების ძალიან მკაცრი მონიტორინგი იქნება, როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებში. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს კვირა დაკვირვების კვირა იქნება.

„ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მუდმივი რეკომენდაცია არის ნიღბების გამოყენების წესის ზედმიწევნით ზუსტად დაცვა. ნიღბების გამოყენება დღეს მაინც არის მთავარი მექანიზმი, ამდენად თუ შემდეგი შეზღუდვების გამკაცრებაზე იქნება საუბარი, ეს ისევ ნიღბების ტარებაზე ძალიან მკაცრი მონიტორინგი იქნება, როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეებში. შიდა სივრცეებში დღესაც არის და სადაც შესაძლებელია აუცილებლად მაქსიმალური სიზუსტით უნდა მოხდეს ამის დაცვა. დღეს შეზღუდვებზე საუბარი არის განხილვის დონეზე, თუმცა ჯერჯერობით მაინც ვფიქრობთ, რომ იმ შეზღუდვების შესრულების შემთხვევაში რაც უკვე დაწესებულია, გვექნება საშუალება, რომ ამის გამკაცრებაზე აღარ ვისაუბროთ. მაგრამ თუკი ამის საჭიროებას დავინახავთ, რა თქმა უნდა, საბჭო დაუბრუნდება ამ საკითხს. დღეს საქართველოში საკმაოდ მაღალია განგაშის ნიშანი, ამდენად ის, თუ რა არის კიდევ უფრო კრიტიკული, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სექტორები, ეპიდსიტუაციას როგორ გაართმევს თავს. მე ვთქვი, ბოლო დღეებში, რომ 8 000 საწოლია მაქსიმუმი, რაც ჯანდაცვის სექტორმა შეიძლება გამოიყენოს ამ კონკრეტული მიზნებისთვის. ვფიქრობ, ეს კვირა იქნება კიდევ დაკვირვებისთვის, რომ ამის შემდეგ უფრო მკაცრად იყოს შეზღუდვები, ამ შემთხვევაში კიდევ მობილობის შეზღუდვაა დამატებითი გამოსავალი. ჯანდაცვის სისტემა არის მიმღები და მოპასუხე იმ შემთხვევების მართვაზე, რომელიც აღმოცენდება პანდემიის პროცესში. რეგულაციები მნიშვნელოვანია და ის უნდა აღსრულდეს. კიდევ დამატებით სხვა რეგულაციებს, რა თქმა უნდა, აქვს ეკონომიკური და სოციალური შედეგი და ამდენად გადაწყვეტილება უნდა იყოს დაბალანსებული და ჯანდაცვის სექტორი ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს. რაც შეეხება დისტანციურ მუშაობაზე დაწესებულებების გადასვლას, ეს მათი შიდა გადაწყვეტილებაა, ჩვენ ეს თავიდანვე გვქონდა გაჟღერებული, ჩვენც სისტემაში, სადაც შესაძლებელია, ვცდილობთ, რომ თანამშრომელი იყოს დისტანციურ რეჟიმზე და განიტვირთოს ამით საოფისე სივრცეები. ეს არის ის მარტივი რეკომენდაცია, რომელიც ყველა დაწესებულებას შეუძლია შეასრულოს“, - განაცხადა გაბუნიამ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს