გიგა ბოკერია - ხელისუფლება არასწორი კანონის მიღებითაა დაკავებული, ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეების და მედიის უფლებებს იცავდეს

ივანიშვილის რეჟიმის მიერ ინიცირებული კანონპროექტი არის ანტიკონსტიტუციური და თავისუფლების საწინააღმდეგოდ მიმართული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

საუბარია პროექტზე, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური კავშირი აქვს, დროშების დაზიანებისას ფიზიკური პირი 1000 ლარით დაჯარიმდება.

„იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება იცავდეს მოქალაქეებისა და მედიის უფლებებს, პრინციპულად არასწორი კანონის მიღებითაა დაკავებული. იმის მაგივრად, რომ ივანიშვილის რეჟიმი ძალადობისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმითვისა და ადამიანების დარბევისთვის ადამიანებს სჯიდეს, ის გადადის სიტყვის თავისუფლების მოწინააღმდეგეების მოედანზე და თუნდაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი შეხედულებებისთვის, შინაარსისთვის სჯის ადამიანებს.

ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონი, ეს არის უბრალოდ პიარი, რომ ვითომ რაღაც გააკეთეს. ამ დროს პრინციპულად არასწორ რამეს აკეთებენ. იმის ნაცვლად, რომ იცავდნენ ჩვენი მოქალქეების თავისუფლებასა და მედიის უფლებებს“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ მომზადებული კანონპროექტით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს, ასევე იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც საქართველოა. ასევე, პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის დაეკისრება, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში.

ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომლის თანახმად, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას, 15 დღემდე ვადით.

პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის წევრები: ალეკო ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა