მიხეილ სარჯველაძე გიორგი გახარიას პარტიის განცხადებაზე - ცდილობენ, დევნილის მანტია მოირგონ

ცდილობენ, დევნილის მანტია მოირგონ, - ასეთია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის შეფასება პარტია „საქართველოსთვის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, რომლის მიხედვით, პარტიის მხარდამჭერი აკაკი ბართაია იარაღის ჩადების გზით დააკავეს.

სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეს არ შეესაბამება და პარტია „საქართველოსთვის" ყურადღების მიქცევას ცდილობს.

„არა მგონია, ეს დამაჯერებელი განცხადებები იყოს. მესმის, რომ ცდილობენ რაღაც პოლიტიკური ნიშა დაიკავონ და ყურადღება მიიქციონ.

ამ თვალსაზრისით ცდილობენ, რომ დევნილის მანტია მოირგონ. სინამდვილეში, ასეთი მეთოდებით და ხერხებით, ბუნებრივია არც არავის ვუპირისპირდებით, ასეთი პრეცედენტები მოსალოდნელი არ იქნება. უბრალოდ, ლოგიკა არ არის, რომ მსგავსი მეთოდები იყოს გამოყენებული. არ არის დამაჯერებელი და შესაბამისად, არ მგონია, რომ დიდ ყურადღებას იმსახურებდეს ასეთი ტიპის განცხადებები. კონკრეტული კრიმინალური შემთხვევები შეიძლება განსახილველი იყოს, ამისთვის არსებობს მართლმსაჯულების სისტემა და თუ რაიმე გადაცდომას ჰქონდა ადგილი, ეს უკვალოდ არ ჩაივლის. ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარტიის „საქართველოსთვის" განცხადებით, შანტაჟის, დამუქრების და სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, „მმართველმა პარტიამ დაიწყო დაჭერები უღირსი მეთოდის - ჩადების გამოყენებით“.

როგორც დეპუტატ ანა ბუჩუკურის მიერ პარლამენტში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, დაკავებულია პარტიის მხარდამჭერი აკაკი ბართაია, რომელსაც ბუჩუკურის ინფორმაციით, ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაჭერით, რამდენიმე დღეში კი, მას იარაღი ავტომანქანის საბარგულში ჩაუდეს.

როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ბართაია „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლი, ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი დაზარალებულია, რაც სტრასბურგის სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით დაადასტურა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო