ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კოვიდ-19-ის სწრაფი ტესტი აუცრელი ადამიანებისთვის ფასიანი გახდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კოვიდ-19-ის სწრაფი ტესტი აუცრელი ადამიანებისთვის ფასიანი გახდეს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, თუ გახდება სწრაფი ტესტი ფასიანი.

„ჩვენ არ გავუწევთ რეკომენდაციას, რომ ორჯერადად აცრილებისთვის სწრაფი ტესტი ფასიანი იყოს. ორჯერადად აცრილებისთვის, ვისაც რეგულარული ტესტირება ეკუთვნით, ამას სახელმწიფო დააფინანსებს. აი, ვინც არ იქნებიან აცრილები მათზე ვფიქრობთ, რომ შევიდეთ ამ წინადადებით.

ვისაც აცრა ეკუთვნის უკვე გარკვეული დროის შემდეგ (ამას საბჭო დაადგენს, როდის), კეთილი ინებონ და დამსაქმებელმა ან თვითონ დასაქმებულმა თავად უზრუნველყონ ტესტირების ფასის გადახდა. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ისინი იყვნენ აცრილები. რა თქმა უნდა, თუ აბსოლუტური წინააღმდეგი ჩვენებაა და ადამიანი ვერ იცრება, მისთვის ისევ უფასო დარჩება ტესტირება“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კოვიდ-19-ის  სწრაფი ტესტი აუცრელი ადამიანებისთვის ფასიანი გახდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კოვიდ-19-ის სწრაფი ტესტი აუცრელი ადამიანებისთვის ფასიანი გახდეს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, თუ გახდება სწრაფი ტესტი ფასიანი.

„ჩვენ არ გავუწევთ რეკომენდაციას, რომ ორჯერადად აცრილებისთვის სწრაფი ტესტი ფასიანი იყოს. ორჯერადად აცრილებისთვის, ვისაც რეგულარული ტესტირება ეკუთვნით, ამას სახელმწიფო დააფინანსებს. აი, ვინც არ იქნებიან აცრილები მათზე ვფიქრობთ, რომ შევიდეთ ამ წინადადებით.

ვისაც აცრა ეკუთვნის უკვე გარკვეული დროის შემდეგ (ამას საბჭო დაადგენს, როდის), კეთილი ინებონ და დამსაქმებელმა ან თვითონ დასაქმებულმა თავად უზრუნველყონ ტესტირების ფასის გადახდა. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ისინი იყვნენ აცრილები. რა თქმა უნდა, თუ აბსოლუტური წინააღმდეგი ჩვენებაა და ადამიანი ვერ იცრება, მისთვის ისევ უფასო დარჩება ტესტირება“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს