კბილების გათეთრების ინოვაციური აპარატი - რა სიახლეს გვთავაზობს „ბლიც დენტალი -კახაბერ ხარებავას კლინიკა“?

კბილების მოვლა საჭიროა არა მხოლოდ იმისთვის, რომ ლამაზი ღიმილი გქონდეთ, არამედ იმისთვისაც, რომ კბილების სიჯანსაღე მთლიანი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე აისახება. კარიესის გამო გაფუჭებული კბილებისა და დაზიანებული ფესვების გამო, შესაძლოა ანთებითი პროცესი განვითარდეს, რაც საკმაოდ საშიშია ჯანმრთელობისთვის. ამას გარდა, კბილების ცუდი მდგომარეობა ადამიანზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენასაც ახდენს, რადგან არაჯანსაღი კბილების გამო, ადამიანები ცდილობენ არ გაიღიმონ, ნაკლებად იკონტაქტონ სხვებთან, რაც უარყოფითად მოქმედებს თვითშეფასების კოეფიციენტზე. ჯანმრთელი და ლამაზი კბილები - თავდაჯერებულობის საწინდარია.

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გერმანული კომპანია „Dentsply Sirona“-ს პარტნიორობით გაიხსნა და მას კავკასიის რეგიონში გერმანული წარმომადგენლობითი კლინიკის სტატუსი მიენიჭა. კახაბერ ხარებავას კლინიკა, Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია მთელს ამიერკავკასიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკა სრულად აღჭურვილია გერმანული, უმაღლესი ხარისხის თანამედროვე ტექნოლოგიით. ექიმები მუდმივად გადიან გადამზადებას გერმანელ ექსპერტებთან. კლინიკა გთავაზობთ თერაპიული, ქირურგიული, ორთოპედიული, ორთოდონტიული და ბავშვთა სტომატოლოგიური სერვისების სრულ სპექტრს. მისი მთავარი პრიორიტეტია - გერმანული ხარისხით მკურნალობა.

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ - სტანდარტების უმაღლესი დაცვით მუშაობს, სტომატოლოგიური მკურნალობის დასაწყისიდან ბოლომდე უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ ხარისხს. საინტერესო სიახლე კი, რომელსაც კლინიკა გვთავაზობს, კბილების გათეთრების აპარატია, რომელიც ცნობილ გერმანულ კომპანიას - WHITEsmile-ს ეკუთვნის.

WHITEsmile 1994 წელს, ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო ევროპაში, რომელმაც სახელი კბილების მათეთრებელი საშუალებების წარმოებით გაითქვა. ბრენდის მიერ წარმოებული თითოეული მასალა, კომპანიის კვლევებისა და წარმოების განვითარების შედეგია. WHITEsmile-ის მასალები მაღალი ხარისხის, გერმანიაში დამზადებული, კლინიკურად დატესტილი და სერტიფიცირებული სამედიცინო მოწყობილობებია.

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ კბილების გათეთრება WHITEsmile flash-ის სისტემის მიხედვით ხორციელდება, კლინიკა WHITEsmile-ის ექსკლუზიური შემომტანია საქართველოში.

WHITEsmile კბილების პროფესიონალური სტომატოლოგიური გათეთრების სრულ სპექტრს სთავაზობს მომხმარებელს: LIGHT WHITENING, STRONG WHITENING, HOME WHITENING და ONITEIT WHITENING.

კბილების გათეთრების სახლის სისტემა:

კბილების გათეთრების ამ მეთოდის გამოყენებით, თავდაპირველად კეთდება ერთი, ან ორივე ყბის ფორმის შაბლონი, შემდეგ ლაბორატორიაში მზადდება ინდივიდუალური კაპები, რომლებიც სპეციალურ მათეთრებელ გელთან ერთად გადაეცემა პაციენტს. პაციენტმა უნდა გამოიყენოს ისინი სპეციალური რეჟიმით. ეს მეთოდი დიდ დროს მოითხოვს და შედეგს მხოლოდ 3-4 დღის შემდეგ დაინახავთ. კურსი 21 დღე გრძელდება.

კბილების გათეთრების ოფისის სისტემა:

ამ მეთოდით ეფექტი უფრო სწრაფად მიიღება. სასურველი შედეგის მიღება შესაძლებელია სტომატოლოგთან ერთი ვიზიტის შემდეგ. ამისათვის გამოიყენება ულტრათანამედროვე აპარატი, პოზიციის ინოვაციური სისტემით, სენსორული ფერადი ეკრანითა და კლავიატურით. კბილების მდგომარეობას გათეთრებამდე და მის შემდეგ, პროგრამა აფასებს.

სხივებით გათეთრებისას, ღრძილები იზოლირებულია დამცავი გელით, კბილებზე ისმევა მათეთრებელი გელი, რომელსაც ააქტიურებს სხივები. ის შლის პიგმენტს და ათეთრებს კბილის ემალს რამდენიმე ტონით. პროცედურის დასასრულს, მგრძნობელობის შესამცირებლად კბილები იფარება ფტორის შემცვლელი გელით და გამაგრებისთვის, პაციენტს ენიშნება 14 დღიანი „თეთრი დიეტა“.

აპარატის უპირატესობები:

  • მართვადი მკურნალობა - აპარატის მართვა შესაძლებელია მხოლოდ Flash card-ით, რომელიც ააქტიურებს მხოლოდ White smiles-ის გელს;
  • აპარატს აქვს ცალკეული კბილების გათეთრების პროგრამა;
  • სპეციალური პარამეტრები მგრძნობიარე კბილებისთვის;
  • სწრაფი შედეგი;
  • უსაფრთხოება.

შეგახსენებთ, რომ ინოვაციური მათეთრებელი აპარატისა და მათეთრებელი გელის ყიდვა შესაძლებელია „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში”.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

0322 222 15 16

მისამართი: გიორგი ქუჩიშვილის 11

info@blitsdental.com

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო