ზურაბ აბაშიძე სოლოლაკის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ სოლოლაკის, კერძოდ, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩის მცხოვრებლებთან უბნის ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

თავის მხრივ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ზურაბ აბაშიძეს მათ საცხოვრებელ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ის გამოწვევები გააცნეს, რომელთა დაძლევის გზები მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განიხილა.

ზურაბ აბაშიძემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას, პანდემიის მიუხედავად, შეხვედრაში მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ მოუწოდა მათ, ჩაერთონ მასობრივი ვაქცინაციის პროცესში და მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციები, ვინაიდან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი გლობალური პანდემიის დამარცხება.

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის მცხოვრებლების საჭიროებებს ყოველდღიურად პირადად ეცნობა. მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაიმართება და, საბოლოოდ, მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩას მოიცავს“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო