გურამ მაჭარაშვილი - ოპონენტებს ვურჩევდი, ჩამოყალიბდნენ და გადაწყვიტონ, მობილიზება გააკეთონ რესურსების, რომ როგორმე "ნაციონალური მოძრაობა" ჩაანაცვლონ ოპოზიციაში

ოპონენტებს ვურჩევდი, ჩამოყალიბდნენ და გადაწყვიტონ, მობილიზება გააკეთონ რესურსების, რომ როგორმე "ნაციონალური მოძრაობა" ჩაანაცვლონ ოპოზიციაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა "ქართული ოცნების" მიერ თბილისში ჩატარებული შიდაპარტიული კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ოპოზიცია არაფერს მოიმოქმედებს, ქვეყანაში ორპოლუსიანი ვითარება დარჩება.

"სხვა შემთხვევაში, ისინი იქნებიან იმ დონეზე, რა დონეზეც ახლა არიან და ექნებათ სულ წუწუნი იმაზე, რომ ორპოლუსიანი სისტემაა. ორპოლუსიანი სისტემა იქნება მანამ, სანამ ოპოზიციური სპექტრი არ გაერთიანდება, არ დაისახავს მიზნად ჯანსაღ ოპონირებას ხელისუფლების და არ ჩაანაცვლებს “ნაციონალურ მოძრაობას” ოპოზიციაში. მე იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ჩამოყალიბდება აზრი, რომ ოპოზიციაში იყვნენ ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. ამას რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოს თავად ოპოზიციურმა პარტიებმა,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ჩატარებული შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 47.7% მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 25.2%.

„სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-დან 25 აგვისტოს ჩათვლით პირისპირ გამოკითხვის მეთოდით. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2958 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?