ირაკლი ქარსელაძე - ძველი ხიბულა არის კონკრეტულად შესრულებული საქმის ბრწყინვალე მაგალითი

„ძველი ხიბულა, არის ის ბრწყინვალე მაგალითი, როდესაც დაპირება არის არა მხოლოდ დაპირება, არა მხოლოდ გულის მოგება, არამედ ეს არის კონკრეტულად შესრულებული საქმე. დღეს ჩვენ ამ საქმის დიდი ნაწილი შესრულებული ვიხილეთ“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ “ქართული ოცნების“ ხობის მერობის კანდიდატის დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ძველ ხიბულაში ძალიან მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა და კვლავაც მიმდინარეობს. დასახლების ცენტრალიზებული წყალმომარაგებისთვის მოეწყობა სათავე ნაგებობა, რეზერვუარი, საქლორატორო, ქსელი და გამრიცხველიანება.

„ალბათ ცოტა ვინმეს წარმოედგინა, მაგრამ ეს სამუშაოები მიმდინარეობს და 2022 წლის მაისში დასრულდება. ხშირად ოპონენტები სამუშაოების დაგეგმარებას გვიწუნებენ, მაგრამ პირიქით, ეს ძალიან სწორი დაგეგმარებაა - გზის კონტრაქტორიც გამოვლენილი გვყავს და 15 კმ-დან დან 4 კმ-ზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ანუ პარალელურ რეჟიმში, წყლის ინფრასტრუქტურასთან ერთად გზაც ეწყობა და შესაბამისად, 2020 წელს ძველ ხიბულას უკვე გზაც ექნება. დიახ, ძველ ხიბულას უკვე გაუჩნდა აბსოლუტურად სხვა პოტენციალი, რომ ისტორიულ და ტრაგედიასთან ასოცირებულ მნიშვნელობასთან ერთად, უკვე საინტერესო ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდეს,“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას