გიგი უგულავა - არც გახარია და მითუმეტეს არც "ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დასატოვებელი არ არის

თბილისის მომავალი მერი გახდება ნიკა მელია და ამ გადაწყვეტილებით ეს კიდევ უფრო გამყარდება და მეტიც, პირველ ტურში პირველ ადგილზე გავა იგი, - ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებას.

მისი თქმით, კახა კალაძე და გიორგი გახარია მედლის ორი მხარეა.

"გახარია სისტემის ნაწილი იყო. ჩემთვის ეს ორი ადამიანი მედლის ორი მხარეა. მიუხედავად ამისა, მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას, ზეწოლას და სამსახურებიდან გამოყრას მისი თანამშრომლების. ასევე, მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, იმისთვის, რომ რეფერენდუმი შედგეს, შემოხაზონ ნებისმიერი, "ქართული ოცნების" გარდა და ჩვენ მოვიგებთ ამ რეფერენდუმს.

ფაქტი არის ის, რომ არც გახარია და მითუმეტეს არც "ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დასატოვებელი არ არის. მათ ჰქონდათ 10 - წლიანი ვადა და ეს ვადა გაუვიდათ. მათი შემოქმედების შედეგებს აგერ ვიმკით", - განაცხადა გიგი უგულავამ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს