დავით კირკიტაძე - 19 აპრილის შეთანხმებას არჩევნებზე ხელს მოაწერს ქართველი ხალხიც და მთავრობას განაჩენს გამოუტანს

2 ოქტომბერს არჩევნებზე მოსვლით ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს ქართველი ხალხი და გამოუტანს განაჩენს მთავრობას, რომელიც არ ასრულებს თავის დაპირებებს ხალხის მიმართ, ასევე პარტნიორების მიმართ, რომელიც ხელმოწერით აქვს გამაგრებული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, მათი გუნდისთვის დოკუმენტის სულისკვეთება თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო, რასაც დაემატა ხელისუფლების მცდელობა გადაუხვიოს იმ კურსიდან, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია.

“ჩვენ ჩვენი პოზიცია არ დაგვიმალავს და ვამბობდით, რომ იყო პრობლემური ამნისტიის მუხლი, ეს პრობლემა იყო თავიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის სულისკვეთება, რასაც დოკუმენტი მთლიანობაში ასახავდა, ამნისტიის გადადება მოხდა და ამას დაემატა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გადაუხვიოს იმ კურსიდან, რომელიც ქართველმა ხალხმა ორჯერ აირჩია რეფერენდუმით. ჩვენ ღრმად გვჯერა, რომ 2 ოქტომბერს არჩევნებზე მოსვლით ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს ქართველი ხალხი და გამოუტანს განაჩენს მთავრობას, რომელიც არ ასრულებს თავის დაპირებებს ხალხის მიმართ, ასევე პარტნიორების მიმართ, რომელიც ხელმოწერით აქვს გამაგრებული“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა დოკუმენტზე დამოუკიდებელი წევრის სახით ხელმოწერის გამო, პარტიიდან სალომე სამადაშვილის წასვლას. დავით კირკიტაძის თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერა პარტიის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებით უნდა მომხდარიყო და პირველად ხელი პარტიის თავმჯდომარეს უნდა მოეწერა.

“პარტიაში მოსვლას და პარტიიდან წასვლას ადამიანები და პიროვნებები თავად წყვეტენ. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა უნდა მომხდარიყო პარტიის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებით და პირველი ხელისმომწერი პირი უნდა ყოფილიყო პარტიის თავმჯდომარე. როდესაც სალომემ ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა პარტიის თავმჯდომარე იყო ციხეში“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა