ცესკოს თავმჯდომარე განმარტავს, რა რეგულაციები იმოქმედებს ამომრჩევლებისთვის არჩევნების დღეს და კარანტინსა თუ იზოლაციაში მყოფ პირებს რა შემთხვევაში შეეძლებათ ხმის მიცემა

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო დახვდება, ხოლო საარჩევნო ადმინისტრატორები ეკიპირებულები იქნებიან ყველა საჭირო და აუცილებელი საშუალებებით, რათა ვირუსის გავრცელება არ მოხდეს.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ კალანდარიშვილმა განაცხადა, ამომრჩეველს კენჭისყრის შენობაში შესვლისას ტემპერატურას არ გაუზომავენ, თუმცა, მათ პირბადის გამოყენების ვალდებულება ექნებათ.

„კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლებამოსილების მქონე პირები გაივლიან თერმოსკრინინგს, თუმცა, ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას ან პარტიას არ ექნება საშუალება, რომ წევრები ჩაანაცვლონ. ეს შესაძლებლობა გათვალისწინებულია. ამომრჩევლის შემთხვევაში სავალდებულოა პირბადის ტარება ისევე, როგორც სხვა პირებისთვის, ვინც კენჭისყრის შენობაში იქნება. ასევე გათვალისწინებულია ერთჯერადი კალმები. ამომრჩეველს ტემპერატურა არ ეზომება. ამით ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ამომრჩევლებს არჩევნების დღეს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში მოვემსახუროთ“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებაში, კარანტინსა და იზოლაციაში მყოფ პირებს, კალანდარიშვილი ამბობს, რომ არჩევანის გაკეთების საშუალება მათ ნაწილსაც მიეცემათ.

„პროცედურების დაცვის შემთხვევაში ექნებათ შესაძლებლობა, რომ ადმინისტრაცია მათ მოემსახუროთ და ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეული მოთხოვნები, გარკვეული წესები, მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, დამეთანხმებით, რომ ამომრჩეველი მონაწილეობს არჩევნებში იმ შემთხვევაში, თუ ის იმყოფება იმ კონკრეტული მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში, სადაც რეგისტრაცია აქვს გავლილი. ასევე ეს ეხება თვითიზოლაციაში და კარანტინში ყოფნასაც. შესაბამისად, რაოდენობა, რაც გასულ წელს გვქონდა, ალბათ, უფრო ნაკლები გვექნება, რადგან ეს ყველაფერი ერთი მაჟორიტარული ოლქის საზღვრებს უნდა ემთხვეოდეს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს