ირაკლი ღარიბაშვილი - 1 მილიარდი ევროს ღირებულების უნიკალური მეგაპროექტი- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ჭეშმარიტად ევროპული სასწავლებელია

სერიოზული, ამბიციური გეგმები გვაქვს განათლების მიმართულებით, ვაშენებთ სკოლებს. 8 წლის განმავლობაში 170-ზე მეტი ახალი სკოლა ავაშენეთ, 250 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა თანამედროვე, ევროპული სტანდარტის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იგეგმება 800 სკოლის აღდგენა-რეაბილიტაცია თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით, იმისთვის, რომ ბავშვებმა განათლება მიიღონ თანამედროვე სკოლებში.

„რა თქმა უნდა, ხარისხიანი განათლება არის გამოწვევა და ამ მიზნით, განათლების მინისტრი ჩხენკელი აქტიურად მუშაობს. არ შემიძლია, არ აღვნიშნო მართლაც მეგაპროექტი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - პროექტი, რომელიც განახორციელა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, 1 მილიარდი ევროს ღირებულების უნიკალური პროექტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც არის მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პარტნიორი და მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ეს არის ჭეშმარიტად ევროპული სასწავლებელი, რომელშიც ევროპული ხარისხის განათლებას მიიღებენ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა. ამ მეგაპროექტის გარშემო შეიქმნება მართლაც უნიკალური გარემო და რეალურად ჩვენს შვილებს მიეცემათ შესაძლებლობა, ადგილზე, აქვე, საქართველოში მიიღონ ევროპული ხარისხის და დონის განათლება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმა პროფესიული სასწავლებლების განვითარების მიმართულებით იგეგმება.

„გვაქვს გეგმა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ავაშენოთ პროფესიული სასწავლებლები, მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები იმისთვის, რომ ადგილზე შეეძლოთ ჩვენს ახალგაზრდებს პროფესიული უნარების შეძენა, სპეციალობების დაუფლება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ძვირფასო მეგობრებო, საჭიროებს გრძელვადიან სტაბილურობას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს