საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა. ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაგისტრობის მსურველებს საშუალება აქვთ ასევე იხილონ გათანაბრებული ქულები. ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში.

მიღებული ქულის სანახავად მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, სადაც შედეგთან ერთად განთავსებულია სკანირებული ნაშრომიც.

შედეგების გაგება გამოსაცდელებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების სურვილი 12 800 -ზე მეტმა პირმა გამოთქვა. ტესტის 4 ნაწილიდან ნებისმიერ სამში კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა საკმარისია იმისათვის, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვალოს.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა