თვითმხილველის ინფორმაციით, ყვარელში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილმა მძევლების ნაწილი გაათავისუფლა

თვითმხილველის ინფორმაციით, ყვარელში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილმა მძევლების ნაწილი გაათავისუფლა.

როგორც აღნიშნული პირი ამბობს, მძარცველს ხელყუმბარა აქვს.

„ბანკში დასალაგებლად შევდიოდი და ეს კაცი გამოვარდა, ხელში „ლიმონკა“ აქვს. დაიყვირა „გადით ახლავე გარეთო“ და გამოვვარდი. შიგნით დარჩენილია მძევლები. როგორც ვიცი ადამიანების ნაწილი დარჩა, ასევე, თანამშრომლებიც. ბანკში დაახლოებით, 20-მდე თანამშრომელი მუშაობს. რომ იყვირა გარეთ გადითო, თავიდან მეგონა ხუმრობდა... შემეშინდა და გამოვიქეცი. შეფუთული იყო, სათვალე ეკეთა“, - განაცხადა ბანკის ფილიალის დამლაგებელმა.

ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. შსს-ის ცნობით, თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. მათი ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?