Edison Research-ის კვლევის მიხედვით, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნებას“ გამოკითხულთა 33% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 25%, „საქართველოსთვის“ - 10%

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" - Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებით, ალოკაციით, პარტიული რეიტინგები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 33%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 25%;

„საქართველოსთვის - გიორგი გახარია“ - 10%;

„ლეიბორისტული პარტია“ - 6%;

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურაბ ჯაფარიძე) - 4%;

„ლელო „- 3%;

„ხალხისთვის - ანა დოლიძე“ - 3%;

„პატრიოტთა ალიანსი“ - 3%;

„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი” - 2%;

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 2%;

„გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 2%;

„ერი - ლევან ვასაძე“ - 2%;

„დროა - ელენე ხოშტარია“ - 1%;

„მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ - 1%;

სხვა - 2%;

ამასთან, Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პორველ 3 ადგილს ყოფილი პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე და "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარე ნიკა მელია იკავებენ.

გიორგი გახარიას და კახა კალაძეს "პოზიტიურად" მოსახლეობის 55% აფასებს, ნიკა მელიას - 46%. ამავე პოლიტიკოსებს "ნეგატიურად" აფასებენ: გახარიას - 45%, კალაძეს 45%, მელიას - 54%.

დანარჩენი პოლიტიკოსების მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

დავით ბაქრაძე - 46% (ნეგატიურად - 54%)

ანა დოლიძე - 45% (ნეგატიურად - 55%)

ირაკლი ღარიბაშვილი - 42% (ნეგატიურად - 58%)

მიხეილ სააკაშვილი - 39% (ნეგატიურად - 61%)

ბიძინა ივანიშვილი - 39% (ნეგატიურად - 61%)

გიორგი ვაშაძე - 37% (ნეგატიურად - 63%)

ელენე ხოშტარია - 36% (ნეგატიურად - 64%)

შალვა ნათელაშვილი - 36% (ნეგატიურად - 64%)

ირაკლი კობახიძე - 34% (ნეგატიურად - 66%)

ხატია დეკანოიძე - 33% (ნეგატიურად - 67%)

არჩილ თალაკვაძე - 33% (ნეგატიურად - 67%)

ანა ნაცვლიშვილი - 32% (ნეგატიურად - 68%)

დავით უსუფაშვილი - 32% (ნეგატიურად - 68%)

სალომე ზურაბიშვილი - 32% (ნეგატიურად - 68%)

ალექსანდრე ელისაშვილი - 31% (ნეგატიურად - 69%)

კახა კუჭავა - 30% (ნეგატიურად - 70%)

ბადრი ჯაფარიძე - 28% (ნეგატიურად - 72%)

გიგი წერეთელი - 28% (ნეგატიურად - 72%)

ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე - 27% (ნეგატიურად - 73%)

მამუკა ხაზარაძე - 27% (ნეგატიურად - 73%)

სალომე სამადაშვილი - 26% (ნეგატიურად - 74%)

ნინო ბურჯანაძე - 24% (ნეგატიურად - 76%)

ირმა ინაშვილი - 24% (ნეგატიურად - 76%)

გიგა ბოკერია - 22% (ნეგატიურად - 78%)

საბა ბუაძე - 21% (ნეგატიურად - 79%)

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა