ბადრი ჯაფარიძე - სრულად ვართ ჩართული ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს დაბრუნება საქართველოს მოქალაქეების მიერ

ჩვენ სრულად ვართ ჩართული ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს დაბრუნება საქართველოს მოქალაქეების მიერ, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

პარტიის ,,ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ, მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას „ლელოს 9 ნაბიჯი – თბილისის მარშალის გეგმა" წარუდგინეს.

,,ლელო" სრულად არის ჩართული ამ ბრძოლაში , რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს დაბრუნება საქართველოს მოქალაქეების მიერ, სახელმწიფო ინსტიტუციების მოქალაქეების სამსახურში ჩაყენება, მერიის და საკრებულოს თბილისელების ინტერესებისადმი დაქვემდებარება. ჩვენ - ლელომ უნდა შევცვალოთ ის მანკიერი ტრადიცია, როცა ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და როცა თვითონ მოდიოდნენ ხელისუფლებაში ავიწყდებოდათ ის იდეალები, რომლებისთვისაც სიტყვით იბრძოდნენ და საქმით აგრძელებდნენ იგივეს კეთებას რისთვისაც წინა ხელისუფლებას ებრძოდნენ.

,,ლელო" არა მხოლოდ თანმიმდევრულად ამხელს და აკრიტიკებს ,,ქართულ ოცნებას" და ამ არჩევნებზე აუცილებლად ჩამოაშორებს მმართველობას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, არამედ გააჩნია მკაფიო და გამართული პროგრამა თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ კოალიციური მმართველობის პირობებში ჩვენი ქვეყანა არსებული მძიმე კრიზისიდან და როგორ ვაქციოთ თბილისი რეგიონის ევროპულ დედაქალაქად”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს