ირაკლი ხელაძე დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. დეპუტატობის კანდიდატი თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. ირაკლი ხელაძე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას ამ საკითხების მოგვარებას ახლო მოამავალში დაჰპირდა.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის ზღვის დევნილთა დასახლებებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, თუმცა კიდევ არის პრობლემები. მოსახლეობის მხრიდან წამოყენებული იყო მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების საკითხი. დავპირდი მოსახლეობას, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, მსგავსი ტიპის პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად გადაიჭრება. ზოგადად, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაკეთდა დევნილი ოჯახებისთვის, ამდენი სამუშაო მანამდე არ გაწეულა და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი შედეგებშიც აისახება“ - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭელიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი მურად აბლოთია ესწრებოდნენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა