ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა გნათოლოგიური მიმართულებით მკურნალობას ინოვაციური მეთოდებით გთავაზობთ

ადამიანის სხეული რთული სისტემაა, რომლის ყველა ელემენტი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ყბა-კბილთა სისტემა მგრძნობიარე მექანიზმია, რომლის მუშაობაში ჩარევამ, ან ნებისმიერი ერთი სტრუქტურის რღვევამ შეიძლება სტომატოლოგიური დისჰარმონია გამოიწვიოს.

რა არის გნათოლოგია და რას მკურნალობს ის?

გნათოლოგია სტომატოლოგიის შედარებით ახალი დარგია, რომელიც ყბა-კბილთა სისტემის ორგანოებისა და ქსოვილების ურთიერთკავშირს შეისწავლის, ნორმისა და სხვადასხვა პათოლოგიის დროს. მეცნიერება, რომელიც სწავლობს ყბა-კბილთა სისტემის ფიზიოლოგიურ მახასიათებლებს, მჭიდროდაა დაკავშირებული სტომატოლოგიასთან. გნათოლოგიის წესები გათვალისწინებულია ნებისმიერი სახის სტომატოლოგიური მკურნალობისას. ნებისმიერი ოკლუზიური რეკონსტრუქციის მთავარ საწყის რგოლს - გნათოლოგიური მკურნალობა წარმოადგენს. სტომატოლოგიის ამ დარგით დაინტერესება სულ ახლახან მოხდა. ეს საკმაოდ იშვიათი და რთული დარგია, ამიტომაც ძნელია უშუალოდ ამ პროფესიის დაუფლება. მთელს მსოფლიოში, ამ დარგის სპეციალისტები თითზე ჩამოსათვლელია, საქართველოში კი მაქსიმუმ 2-3 სპეციალისტი თუ მოიძებნება.

რა ევალება გნათოლოგს?

ნებისმიერი ჩარევა ორგანიზმში, იქნება ეს თერაპიული მკურნალობა, თუ ყბა-კბილთა რთული რეკონსტრუქცია, უნდა განხორციელდეს მისი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. გნათოლოგს შეუძლია სწრაფად განსაზღვროს პრობლემის მიზეზი; აღადგინოს სტომატოლოგიური ჰარმონია; გააანალიზოს ყველა არსებული ჯანმრთელობის პრობლემა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების შედეგად და შემოგვთავაზოს პათოლოგიების მკურნალობის ყველაზე ოპტიმალური გზები. გნათოლოგიის მიზანია ბრუქსიზმის (ქვედა ყბის მოძრაობაში მონაწილე კუნთების ტონუსის მომატება-ჰიპერტონუსი, რომლის დროსაც ხდება კბილის მაგარი ქსოვილის მინანქრის ცვეთა) მკურნალობა; თანკბილვის სიმაღლის აღდგენა; ქვედა ყბის ცენტრალურ პოზიციაში დაფიქსირება; საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარში წარმოქმნილი სხვადასხვა ჩივილების გაქრობა.

რა შემთხვევაში დაგჭირდებათ გნათოლოგიური მკურნალობა?

იმ შემთხვევაში, თუ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი, ან რამდენიმე, გნათოლოგთან ვიზიტი და დიაგნოსტიკა აუცილებელია.

სიმპტომები და გამოვლინებები:

  1. დაჭიმულობა სახისა და სახსრის მიდამოში
  2. პირის გაღების შეზღუდვა
  3. შუილი ყურებში
  4. თავის ტკივილი (დილით)
  5. ტკივილი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მიდამოში
  6. ტკივილი და შუილი ყურებში
  7. უძილობა
  8. დეპრესია
  9. დისკომფორტი პირის დახურვის დროს
  10. ენისა და ტუჩების ტრავმა
  11. ტკივილი ყურის მიდამოში,რომელიც ირადირებს თვალბუდის ქვედა კიდეზე
  12. კბილების კრაჭუნი ღამით.

რომელი კლინიკა გვთავაზობს ამ მიმართულებით მკურნალობას?

ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა იყო ერთადერთი კლინიკა, რომელმაც ამ მიმართულებით მუშაობა და გნათოლოგიური პაციენტების მიღება-მკურნალობა დაიწყო. დღეისათვის, გნათოლოგიაში წამყვანი კლინიკაა, რომელიც საქართველოში სტომატოლოგიის უმაღლეს დონეზე განვითარების საშუალებას იძლევა და პაციენტთა გერმანული ხარისხით მკურნალობას გულისხმობს. პაციენტის დათვალიერება და საჭიროებისამებრ დიაგნოსტიკური რენტგენის გადაღება სახსრების მიდამოში, ხდება ადგილზე, კლინიკიდან გაუსვლელად. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა მსოფლიოში წამყვანი გერმანული კომპანიის Dentsply Sirona-ს ოფიციალური წარმომადგენელია კავკასიის რეგიონში. რაც იმას ნიშნავს რომ, კლინიკა სრულად აღჭურვილია გერმანული ტექნოლოგიებით.

როგორ მიმდინარეობს გნათოლოგიური მკურნალობა?

პირველ რიგში, აუცილებელია პაციენტის ინფორმირება, რადგან უშუალოდ პაციენტებს არ აქვთ ინფორმაცია ამ დარგის შესახებ. გნათოლოგის კონსულტაციამდე, პაციენტმა უნდა გაიაროს ნევროლოგის, ყბა-სახის ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, პირველ რიგში უნდა ჩატარდეს 3D რენტგენი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების მიდამოში და ლარინას აპარატით, კბილთა რკალის სიბრტყის განსაზღვრა უნდა მოხდეს. საჭიროებისამებრ, ელექტრომიოგრამის გადაღებაც. გაუსვლელად. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა აღჭურვილია უახლესი 3D კომპიუტერული ტომოგრაფიით,რომელიც წარმოადგენს გნათოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკის ერთ-ერთ მთავარ საშუალებას. სრულფასოვანი დიაგნოსტიკა, მკურნალობის დაგეგმარება და მაქსიმალური ხარისხით შესრულებული სტომატოლოგიური მანიპულაცია, როგორც გნათოლოგიური, ასევე სხვა, ჯანსაღი ღიმილის საწინდარია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

0322 222 15 16

მისამართი: გიორგი ქუჩიშვილის 11

info@blitsdental.com

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა