საკონსტიტუციო სასამართლოში სავალდებულო გენდერული კვოტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით „ევროპული საქართველოს“ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

„ევროპულმა საქართველომ“ სავალდებულო გენდერული კვოტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის წინ სარჩელი შეიტანა, რომლის განხილვა დღეს მიმდინარეობს. კონკრეტულ მოსარჩელეებს პარტიის წევრი და ამომრჩეველი ქალები წარმოადგენდნენ, რომლებმაც სასამართლოში ინდივიდუალური სარჩელები შეიტანეს.

მათი თქმით, გენდერული კვოტირება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქალთა ემანსიპაციის შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს.

„ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ნებისმიერ პარტიას, ნებისმიერ ოლქში შესაძლოა ჰყავდეს ნებისმიერი ნიშნით შერჩეული სამი ლიდერი ქალი, რომელთა მოხვედრაც შესაძლოა პარტიას შიდა წესით, რეალისტური პროგნოზით პირველ, მეორე და მესამე ან მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე სურდეს, თუმცა ეს გამორიცხული არის ამ კონსტიტუციურ პირობებში, აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ ეს კანონმდებლობა ფუნდამენტურ პოლიტიკურ და არჩევნის უფლებას არღვევს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ სარჩელის განხილვის მიმდინარეობისას.

„თავისუფლების ინსტიტუტის“ სამართალდამცველის, გვანცა კვარაცხელიას თქმით, მოსაჩივრე მხარის პოზიცია არის, რომ გენდერული კვოტების გამოყენება თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში არის არაკონსტიტუციური და პასიურ საარჩევნო უფლებას ეწინააღმდეგება.

„იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საკრებულოსთან, რომელიც არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო საარჩევნო უფლების შეზღუდვად განიხილავს და არ გაუთანაბრებს ადრე პარლამენტის საკითხში მიღებულ კვოტებს“, - განაცხადა გვანცა კვარაცხელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა