სალომე სამადაშვილი - “ქართულ ოცნებას“ დაემართა ის, რაც 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ - წინა ხელისუფლებამ დაასრულა ცუდად, ეს ხელისუფლება დაასრულებს უარესად

ამ ხელისუფლებას დაემართა ის, რაც 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ - როდესაც შენ დგები იმ გზაზე, რაზეც მაშინ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების ნაწილი დადგა, რომელიც საკუთარ ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, ვნახეთ როგორ „აუფეთქდათ“ ეს ყველაფერი სახეში, „ქართული ოცნება“ დამდგარია ამ გზაზე, - ამის შესახებ ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

სამადაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარეს შორის დიდი განსხვავებაა, კერძოდ, მისი თქმით, სააკაშვილი მის რეპუტაციას უფრთხილდებოდა, ხოლო ივანიშვილი პოლიტიკიდან „უბრალოდ გაქრა.“

„2 ოქტომბერს ჩვენ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ ეს ხელისუფლება დასრულებულია ამ ქვეყანაში. მოვისმინეთ ღარიბაშვილის განცხადებები, რომელმაც, ფაქტობრივად, რეპრესიები დაანონსა არჩევნების შემდეგ. ადამიანებს, როდესაც ვესაუბრები, ამბობენ, რომ არც სააკაშვილს უნდოდა ხელისუფლების დათმობა, მაგრამ მოუწიაო. ძალიან დიდი განსხვავებაა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის. მიხეილ სააკაშვილი იყო პოლიტიკოსი, რომლისთვისაც მნიშვნელობა ჰქონდა, მათ შორის დასავლეთში მის რეპუტაციას, მისთვის მნიშვნელობა ჰქონდა მის პოლიტიკურ მემკვიდრეობას და შესაბამისად, დიდი განსხვავებაა მასა და ბიძინა ივანიშვილს შორის, რომელიც უბრალოდ გაქრა, საჯარო სივრცეში აღარ არის და მისი ერთადერთი დღის წესრიგი არის ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნება. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ სააკაშვილს გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ,“ რომ მიშელის ჩართულობით, შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა და შემდეგ გამოეცხადებინა, რომ ანულირებულია“, - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს და საიდუმლო მასალებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ მექანიზმი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამოქმედდა, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ „დახვეწა“ და სათავისოდ იყენებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ამ ჩანაწერებით, სწორედ ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის განხეთქილების ჩამოგდებასაც, სამადაშვილმა „სისულელე“ უწოდა.

„ეს მანქანა ძალიან კარგად დახვეწა და გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ.“ ის, რაც უნდა მომხდარიყო, უნდა შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, დადგენილიყო რეალურად რა მექანიზმებით მუშაობდა ეს ყველაფერი, შესაბამისად, უნდა დასჯილიყვნენ ადამიანები, სისტემა საერთოდ უნდა დაშლილიყო და ახალი საკანონდებლო ჩარჩო შექმნილიყო ამ ყველაფრისთვის.

ღარიბაშვილი, გარდა იმისა, რომ ცნობილი თაღლითია, გამორჩეული ყეყეჩია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში და ამ ქვეყნის სირცხვილია უბრალოდ, რომ ადამიანს ჰქვია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. სხვებიც გვინახავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არანაკლებ თაღლითები, მაგრამ ცოტა მაღალი IQ-თი, ასეთ სისულელეებს არ ლაპარაკობენ. ცხადია, ვიღაცის ინტერესებში ყოველთვის არის მაგალითად მმართველ გუნდში განხეთქილების შემოტანა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ჩანაწერები არ არის ნამდვილი და ჩანაწერებს არ აწარმოებს სუს-ი? - ორი სხვადასხვა საკითხია“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი მოქმედი ხელისუფლება იმ გზას ადგას, რასაც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა.“

სამადაშვილის განცხადებითვე, „ქართული ოცნება“ ისევე დაასრულებს ხელისუფლებაში ყოფნას, როგორც 2012 წელს წინა ხელისუფლებამ დაასრულა.

"ამ ხელისუფლებას ის დაემართა, რაც 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას.“ როდესაც შენ დგები იმ გზაზე, რაზეც მაშინ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების ნაწილი დადგა, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ საკუთარ ძალაუფლებას, ვნახეთ როგორ „აუფეთქდათ“ ეს ყველაფერი სახეში, „ქართული ოცნება“ დამდგარია ამ გზაზე. ძალოვანი უწყებების იყვნენ ის უწყებები, რომლებმაც საკუთარ უფლებებს გადააჭარბებს და ბოროტად გამოიყენეს. ამიტომ, დაასრულა ცუდად წინა ხელისუფლებამ. ეს ხელისუფლება დაასრულებს კიდევ უფრო უარესად.

განსხვავება არის საგრძნობი, - მაშინ შესაძლებელი იყო საუბარი სერიოზულ მიღწევებზე და სერიოზულ შეცდომებზე, შეიძლება დანაშაულზეც, შეხედეთ სად არის ჩვენი ქვეყანა 9 წლის მმართველობის შემდეგ, - „ქართული ოცნების“ ჩამოშლა, რომ დაიწყება არჩევნების მეორე დღეს, ეს პროცესი მოხდება ძალიან სწრაფად, რადგან არანაირი იდეოლოგიური სარჩული „ქართულ ოცნებას,“ განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისგან,“ რომელსაც ძალიან სერიოზული იდეოლოგიური, საყრდენი ჰქონდა, ამ ხელისუფლებას არ აქვს. ჩამოშლა ამ სისტემის იქნება ძალიან სწრაფი. „ქართული ოცნება“ წააგებს ადგილობრივ არჩევნებს და ამით დაიწყება მისი ჩამოშლის პროცესი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა