ნიკა მელია - ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს, ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს და ამბობს, რომ თავისით გადმოვარდა, არ არის ხელისუფლება - მოვიკრიბოთ ძალები და საკადრისი პასუხი გავცეთ

ყველანი დავრწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს და ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს და ახლა ამბობს, რომ ის თავისით გადმოვარდა - არ არის ხელისუფლება და არც რეჟიმია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარე ნიკა მელიამ სუს-თან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ქარელში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა.

მელიას თქმით, მომხდარ ფაქტს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს.

"სოლიდარობა ლევან აბლოთიას, ადამიანს, რომელიც საკუთარ მოვალეობას ასრულებდა, სოლიდარობა "მთავარ არხს" და მთელ ჟურნალისტთა კორპუსს. მე მგონი, ყველანი დავრწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს და ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს და ახლა ამბობს, რომ ის თავისით გადმოვარდა - არ არის ხელისუფლება და არც რეჟიმია. ესენი არიან აი, აქ, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, აქ მომუშავე მაღალი თანამდებობის პირების მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანები. ის ბატონი კობახიძე, მდინარაძე, კალაძე, ღარიბაშვილი - ესენი უბრალოდ არიან მოლაპარაკე თავები. ამ ქვეყანას მართავს თავიდან ბოლომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს.

ჩვენ ახლა გვაქვს ცივილიზებული არჩევანი, ნურავინ ნურავის ნუ მიაყენებს შეურაცხყოფას და ნუ ეტყვის, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევა, ეს არის ცივილიზებული არჩევნები. ან ქუჩაში გვხოცავენ, ან ვერ გვხოცავენ, ან ჩვენი ბავშვები იამაყებენ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებით, ან ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ამ ქვეყნიდან წასვლაზე - ეს არჩევანია. ამათი საქმე არის მხოლოდ ის, რითაც არის დაკავებული ქარელის მერობის კანდიდატი, ზედმეტსახელად "ოსტატი", რომელიც გადმოუბირებიათ და რომლის პირდაპირი მოვალეობა ყოფილა სათვალთვალო კამერების დამონტაჟება მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ხალხო, ეს არის არჩევანი, სადაც უნდა დავადასტუროთ, რომ ან ამაყი ხალხი ვართ, ან უბრალოდ მასა ვართ. ამიტომ მოვიკრიბოთ ძალები და საკადრისი პასუხი გავცეთ", - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ქარელში "ქართული ოცნების" შტაბში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც "მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა. "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ოპერატორი აივნიდან გადმოაგდეს. "ქართულ ოცნებაში" აღნიშნულს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ოპერატორი "კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა".

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია