რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების" მხრიდან საუბარი, რომ ვიღაცას რაღაცის ჩამოშლა უნდა, სასაცილოა

„ქართული ოცნების" მხრიდან საუბარი, რომ ვიღაცას რაღაცის ჩამოშლა უნდა, სასაცილოა - როგორც ჩამოხრჩობილის სახლში თოკს არ ახსენებენ, ასე სიტყვა „ჩამოშლა“ არ უნდა ახსენონ, ყველაფერი ჩამოშლილია ამ ქვეყანაში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც პოლიციის მიმართ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე „ქართული ოცნების“ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ტოტალური მოსმენები სწორედ ინსტიტუციების ჩამოშლაზე მეტყველებს. გოცირიძე აცხადებს, რომ ამ კუთხით ყველა ხელისუფლება ცოდავდა, თუმცა, ახლა ტოტალური მოსმენა ხორციელდება და შემდეგ ამ ყველაფრის გავრცელება, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება.

„სახელმწიფო ინსტიტუტები და ძალოვანი სტრუქტურები ჩამოშლილია, რა ხდება სუს- ში - ივანიშვილის ხელის მოსამსახურეებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც დაძრწიან და ყველას ატერორებენ და უსმენენ. ეს სუს- ი რომ დასაშლელია ხომ ყველამ ვიცით, ერთი ადამიანიც არ უნდა დარჩეს მანდ. რამდენი ადამიანის დაპატიმრება მოხდება ნორმალური ხელისუფლების პირობებში, ეს თავად იფიქრეთ, ნურავის ეგონება, რომ რევანში უნდა ოპოზიციას, ან ყველაზე ამნისტია გავრცელდება, ნურას უკაცრავად, როცა ყველას უსმენ, სუს- ის აქტოვობის 99 პროცენტი მიმართულია საარჩევნო საქმიანობაზე, „ქართული ოცნების" შტაბის ნაწილია და ჟანდარმის როლს ასრულებს, ბევრი დაისჯება. ეს პატრული ის პატრულია, რაც იყო? სად არის პოლიცია, ვნახეთ, პოლიცია აქციების დარბევის დროს რა როლს ასრულებდა.

არ არსებობს საქართველოში არც სასამართლო, არც პოლიცია, არც ძალოვანი სტრუქტურები, ყველა ემსახურება ერთი ადამიანის ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს, ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ვიღაცას რაღაცის ჩამოშლა უნდა და ამ კონტექსტში გაკეთებული „ქართული ოცნების" განცხადებები არის სასაცილო. „ჩამოშლა" სიტყვა არც უნდა ახსენოს, როგორც ჩამოხრჩობილის სახლში თოკს არ ახსენებენ, ასე სიტყვა "ჩამოშლა" არ უნდა იხმარონ, ყველაფერი ჩამოშლილია ამ ქვეყანაში,"- განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო