მედეა მეტრეველი - მმართველობას, რომლისთვისაც საქართველოს ისტორიული ღირებულებები პრიორიტეტული არაა, უნდა დავემშვიდობოთ

მმართველობას, რომლისთვისაც საქართველოს ისტორიული ღირებულებები პრიორიტეტული არაა, უნდა დავემშვიდობოთ, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" წევრმა მედეა მეტრეველმა განაცხადა, რითაც საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის ნეშტის დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა.

მეტრეველის თქმით, წარმოუდგენელია, რომ მსგავსი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ ფაქტზე, მოქალაქეები ინფორმაციას უკანონო მოსმენების შედეგად მოპოვებული მასალების გზით გაიგეს.

„ქვეყანაში ფაქტობრივად, შეუძლებელია მოიძებნოს ისეთი ადამიანი, რომელიც გაგებით მოეკიდება საქართველოს გამორჩეული საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის ნეშტის დაზიანებას, რის შესახებ, ფართო საზოგადოებამ, ისევ და ისევ მედიის მეშვეობით შეიტყო. 2019 წლის 24 აპრილით დათარიღებული ფაილით ცნობილი ხდება, რომ მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიის სამსახურების მიერ ჩატარებული სამუშაოები ხარვეზებით წარიმართა, რის შედეგადაც იაკობ გოგებაშვილის ნეშტი „გაიბნა“. წარმოუდგენელია, რომ ასეთი მნიშვნელობის და საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ ფაქტზე, ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ინფორმაციას ვიგებთ უკანონო მოსმენების შედეგად მოპოვებული მასალების გაჟონვის გზით. ჩვენ ყველა უკვე ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, რომელშიც მნიშვნელობა ეკარგება კულტურას, ისტორიას, ქვეყნის ინტელექტუალურ წარსულს. ქვეყანაში, სადაც საზოგადო მოღვაწეები არ წარმოადგენენ ღირებულებას.

დღეს ჩვენ ყველას გვაქვს საერთო მიზანი - დავემშვიდობოთ ისეთ მმართველობას, რომლისთვისაც საქართველოს ისტორიული ღირებულებები არათუ პრიორიტეტული არაა, არამედ, იმდენად უმნიშვნელოა, რომ იაკობ გოგებაშვილის ნეშტის „გაბნევის“ შესახებ საზოგადოების წინაშე თავს ანგარიშვალდებულადაც კი არ მიიჩნევს,“ - განაცხადა მედეა მეტრეველმა.

ცნობისთვის, 2019 წლის 24 აპრილით დათარიღებული ფაილით ცნობილი ხდება, რომ მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიის სამსახურების მიერ ჩატარებული სამუშაოები ხარვეზებით წარიმართა, რის შედეგადაც იაკობ გოგებაშვილის ნეშტი „გაიბნა“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს