AMBEBI.GE -ს ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ერთი-ერთი ბრალდებული გარდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრის შვილია

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფი პირები 21 წლის აკო ჭელიძე და 22 წლის გიორგი კავილაძე არიან. ამის შესახებ ინფორმაციას AMBEBI.GE ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აკო ჭელიძე გარდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრის, ჯეირან ჭელიძის შვილია.

ცნობისთვის, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა. აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ვერაზე, ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ორი პირის მიმართ ბრალის წარდგენის თაობაზე დადგენილება გამოტანილია.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე