დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფელში წყლის სისტემები შენდება

დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული პროექტი ქალაქისა და 15 სოფლის - ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოს, ზემო ქედის, ქვემო ქედის, არხილოსკალოს, გამარჯვებას, ოზაანის, აბოშიკის, ზემო მაჩხაანის და მირზაანის წყალმომარაგების სრულ რეაბილიტაციას მოიცავს.

„ამ დროისთვის, ქალაქ დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. გარდა ამისა, სეზონურად დებიტის სიმცირიდან გამომდინარე მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ცენტრალიზებული სისტემა. დაგეგმილია რეზერვუარების, ჭაბურღილების, სატუმბო სადგურებისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია-მშენებლობები.

დედოფლისწყაროს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საკუთარი რესურსები არ გააჩნია. გამომდინარე აქედან, პირველად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ისტორიაში, გაკეთდება დალის წყალსაცავიდან 38 კილომეტრზე მაგისტრალური მილით დედოფლისწყაროში წყლის აყვანა და ასევე, მთელ ამ მანძილზე ახალი ელექტრომაგისტრალის გაყვანაც.

ჯამურად, ამ პროექტებს 58 მილიონი ლარი მოხმარდება, მათი დასრულების შემდეგ, მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში