ლევან დავითაშვილი შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელს, ქრისტიან შონენბერგერს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელს, ქრისტიან შონენბერგერს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობა შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე საქართველოში ადგილობრივი ბიოწარმოების, მეცხოველეობისა და რძის სექტორის განვითარების ხელშეწყობის, ასევე, ფერმერთათვის საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მხარდაჭერისა და აგრარულ სფეროში პროფესიული სასწავლებლების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მინისტრმა სოფლის მეურნეობის სფეროში, მათ შორის, მეცხოველეობისა და რძის სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და შვეიცარიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რომელმაც კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, საქართველოში პირველად, კლიმატური კატასტროფების მართვისა და ადრეული შეტყობინების სისტემა დაინერგა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, ქალაქ ბერნში დაგეგმილია სამუშაო ვიზიტი, სადაც ლევან დავითაშვილი და შვეიცარიის გარემოს დაცვის მინისტრი, საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის პარიზის შეთანხმების განმახორციელებელ მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა