დედაქალაქის მოსახლეობას მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება

დედაქალაქს, 23 სექტემბრიდან, მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები დაემატება და მოსახლეობას 21 განახლებული მარშრუტი მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მარშრუტი N3 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N403-ით და ვარკეთილის II მიკრორაიონიდან (კორპუსი N25-ის მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს; მარშრუტ N106-ს მიკროავტობუსი N406 ჩაანაცვლებს, რომელიც მგზავრებს ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგიდან (N15 კორპუსის მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე მოემსახურება; მარშრუტი N19 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N407-ით და შოთა ნადირაშვილის ქუჩიდან („დირსი“) მეველეს ქუჩამდე გადაადგილდება; მარშრუტი N217 ჩანაცვლდება N417-ით და მგზავრებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გიორგი წმინდას დასახლებამდე (დ. აღმაშენებლის ქ. N100-ს მიმდებარედ) მიიყვანს; მარშრუტი N18 ჩანაცვლდება მიკროავტობუსით - N418 და გადასასვლელი ხიდიდან მერი შერვაშიძის ქუჩამდე (ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩის გადაკვეთა) იმოძრავებს.

„გარდა ამისა, N22 მარშრუტი N422 მიკროავტობუსით ჩანაცვლდება და მგზავრებს მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელიდან ნესტან დარეჯანის ქუჩამდე (N40-ს მიმდებარედ) მოემსახურება; მიკროავტობუსი N435 ჩაანაცვლებს N35 ავტობუსს და გადასასვლელი ხიდიდან დავით იოსელიანის ქუჩამდე (კორპუსი N205-ის მიმდებარედ) გადაადგილდება; N151 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N451-ით, რომლის მარშრუტი წრიული იქნება და მოძრაობას მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს; მარშრუტი N173 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N473-ით და იონა მეუნარგიას ქუჩიდან (N72-ს მიმდებარედ) გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიამდე იმოძრავებს; მარშრუტი N90 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N490-ით და მგზავრებს მნათობის ქუჩის N73-დან (ქარხანა „დელტა“) მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1“-ის მიმდინარე ტერიტორიამდე მოემსახურება; მარშრუტი N93 ჩანაცვლდება მიკროავტობუსით - N493 და მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ (ბაზრის მხარე) მარშალ ი. პილსუდსკის გამზირამდე („თბილისი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია) გადაადგილდება; მარშრუტი N216 ჩანაცვლდება მიკროავტობუსით - N516 და მოქალაქეებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ გუმათჰესის ქუჩამდე (N21ა-ს მოპირდაპირედ) გადაიყვანს; მარშრუტი N129 ჩანაცვლდება N529 მიკროავტობუსით და გადაადგილდება ეკა ბეჟანიშვილის ქუჩიდან (N99-ს მიმდებარედ) სადგურის მოედნამდე.

რაც შეეხება ახალ და დაკორექტირებულ მარშრუტებს, მგზავრებს ახალი მარშრუტი - N427 მოემსახურება, რომელიც იოსებ გრიშაშვილის ქუჩიდან (გერცელ ბააზოვის ქუჩის გადაკვეთა) ვახტანგ გორგასალის ქუჩამდე მოემსახურება; ახალი მარშრუტი - N468 სადგურის მოედნიდან ნინო ჟვანიას ქუჩამდე (ნიკოლოზ ღოღობერიძის II გასასვლელის გადაკვეთა) იმოძრავებს; ახალი მარშრუტი - N433 გადაადგილდება აკაკი კვანტალიანის ქუჩიდან (N97-ს მიმდებარედ) მეტროსადგურ „დიდუბემდე“ (ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორია); მარშრუტი - N478 იმოძრავებს მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მეველეს ქუჩამდე; ახალი, N412-ის მარშრუტი წრიული იქნება და რუსთავის გზატკეცილიდან (ქვემო ფონიჭალა, კორპუსი N19-ს მიმდებარედ) იმოძრავებს; მარშრუტის - N409 გზასავალი დაკორექტირდა. მისი მარშრუტიც წრიული იქნება და სოფელ ქვემო ფონიჭალის მცხოვრებლებს მოემსახურება.

გარდა ამისა, დაკორექტირდა მარშრუტ N410-ის გზასავალი. მიკროავტობუსი წრიულად, ლევან ღოღობერიძის ქუჩიდან (N67ბ-ს მიმდებარე ტერიტორია) იმოძრავებს; მარშრუტ N411-ის გზასავალიც დაკორექტირდა. მიკროავტობუსი ევსტათი მცხეთელის ქუჩიდან დაიწყებს მოძრაობას და მგზავრებს მარნეულის ქუჩამდე (N37-ს მიმდებარედ) გადაიყვანს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო რეფორმამ ძალიან მოკლე ვადაში დაადასტურა მდგრადობა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა