ვატო წერეთელი - სურთ, მედია გააჩუმონ და მამაჩემი ციხეში ჩასვან, მოტივია, რომ "ქართულმა ოცნებამ” ჩვენს ოჯახზე შური იძიოს

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მოწმეთა გამოკითხვით გაიხსნება, კერძოდ, დღევანდელ პროცესზე ავთანდილ წერეთლის შვილი ვატო წერეთელი დაიკითხება.

ვატო წერეთლის ინფორმაციით, მოწმეთა სიიდან ეროვნული ბანკის და ,,თიბისი” ბანკის პრეზიდენტები ამოიღეს.

„საქმიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორი როგორც მოწმეები ჩახსნეს. ამ ხალხს არ აინტერესებს ეს საქმე და უნდათ, რომ უბრალოდ გამოიტანონ განაჩენი. მე დღევანდელ პროცესზე მოწმის სტატუსით ვარ მოსული, თუმცა გასაგებია რატომ ხდება ამ პროცესის ფორსირება, სურთ, რომ გააჩუმონ მედია და ჩასვან მამაჩემი ციხეში. მოტივია, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” შური იძიოს ჩვენს ოჯახზე და ტელევიზიაზე”, - აღნიშნა ვატო წერეთელმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა